"ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც ვიცნობ“ - ილია თოფურიას გარშემო ატეხილ სკანდალს ჩემპიონის დედა ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც ვიცნობ“ - ილია თოფურიას გარშემო ატეხილ სკანდალს ჩემპიონის დედა ეხმაურება

UFC-ის ორგზის ჩემ­პი­ო­ნის, ილია თო­ფუ­რი­ას გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალს, რის გა­მოც სპორ­ტსმენ­მა 2026 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი ტი­ტუ­ლის დაც­ვის ბრძო­ლა გა­ა­უქ­მა, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მას შემ­დეგ, რაც თო­ფუ­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო, რომ ის შან­ტა­ჟი­სა და გა­მო­ძალ­ვის მსხვერ­პლია, პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რა მას დე­დამ, ინგა თო­ფუ­რი­ამ გა­მო­უ­ცხა­და.

რას წერს ჩემ­პი­ო­ნის დედა?ინგა თო­ფუ­რი­ას კო­მენ­ტარ­მა, რო­მე­ლიც მან შვი­ლის პოს­ტის ქვეშ და­ტო­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აა­ღელ­ვა. ის ხაზს უს­ვამს ილი­ას ჰუ­მა­ნუ­რო­ბას და აღ­ნიშ­ნავს, რომ სი­მარ­თლე აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს:

"ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ვიც­ნობ. მხო­ლოდ უფალ­მა იცის, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ბე­დია შენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და რამ­დენს შრო­მობ ამის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია შენ ვე­რა­ვინ წა­გარ­თმევს სიმ­შვი­დეს. უფალ­მა დაგ­ლო­ცოს შვი­ლო...“

სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია

დე­დის ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. კო­მენ­ტა­რებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ თო­ფუ­რი­ე­ბის ოჯა­ხის ერ­თი­ა­ნო­ბით:

"მთლი­ა­ნად მა­გა­რი ოჯა­ხი ხართ, შენ გა­გი­მარ­ჯოს ასე­თი შვი­ლის აღ­ზრდის­თვის! უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა თქვენ".

"დე­დის და­ლოც­ვა­ზე ტკბი­ლი არა­ფე­რია. და­ლოც­ვი­ლი იყოს თქვე­ნი დიდი ოჯა­ხი".

"უფა­ლი არ და­უშ­ვებს უსა­მარ­თლო­ბას, მჯე­რა, რომ თქვე­ნი ღირ­სე­უ­ლი ოჯა­ხი გა­ი­მარ­ჯვებს, რო­გორც ყო­ველ­თვის".

მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ ეს­პა­ნე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც: "ჩვენ შენ­თან ვართ, ილია! მუ­ქა­რა და ამ თე­მე­ბით თა­მა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის იპო­ვის გზას,“ - წე­რენ გა­მომ­წე­რე­ბი.

რაში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ჩემ­პი­ონს?შე­გახ­სე­ნებთ, რომ საქ­მე შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, ილია თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ორი თვის წინ გავ­რცელ­და.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები