"ერთმა გასროლამ დაარღვია ის, რასაც ოჯახი ჰქვია" - რას ჰყვებიან გივი ჩუგოშვილი და პატარა მსახიობები გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმზე - კვირის პალიტრა

"ერთმა გასროლამ დაარღვია ის, რასაც ოჯახი ჰქვია" - რას ჰყვებიან გივი ჩუგოშვილი და პატარა მსახიობები გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმზე

ქარ­თუ­ლი კი­ნოს­თვის 2025 წელი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ახა­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის, "მთვა­რე მა­მაა ჩემი" ("The Moon Is a Father of Mine“), მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა ტა­ლი­ნის "შავი ღა­მე­ე­ბის“(Tallinn Black Nights Film Festival - PÖFF) კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა, რო­მე­ლიც A კლა­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლია და ის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნო­კონ­კურ­სად მი­იჩ­ნე­ვა. წელს "შავი ღა­მე­ე­ბის“ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე 80 ქვეყ­ნის, 1900-ზე მეტი ფილ­მი იყო წარ­დგე­ნი­ლი, რო­მელ­თა­გა­ნაც ჟი­უ­რიმ მთა­ვარ კონ­კურ­სში მხო­ლოდ 17 სა­უ­კე­თე­სო შე­არ­ჩია, სწო­რედ მათ შო­რის მოხ­ვდა გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის "The Moon Is a Father of Mine“.

პროგ­ნო­ზე­ბის თა­ნახ­მად, ფილ­მს დიდი წარ­მა­ტე­ბა ელო­დე­ბა, კრი­ტი­კო­სე­ბი კი მას მნიშ­ვნე­ლო­ვან სტი­ლის­ტურ და სიღ­რმი­სე­ულ ნა­მუ­შევ­რად აფა­სე­ბენ. "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლის“, "გაღ­მა ნა­პი­რის“ და "ხი­ბუ­ლას“ შემ­ქმნე­ლი, გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი, ახალ ფილმშიც სა­კუ­თა­რი ხელ­წე­რის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა: დრა­მა­ტუ­ლი დუ­მი­ლი­თა და მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი დი­ა­ლო­გე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი გან­ცდე­ბით.

"The Moon Is a Father of Mine“ ჰყვე­ბა ამ­ბავს მა­მო­ბის, პა­სუ­ხგა­უ­ცემ­ლო­ბი­სა და და­ნა­კარ­გის შე­სა­ხებ, სა­დაც მთვა­რე არა მხო­ლოდ ცი­უ­რი სხე­უ­ლი, არა­მედ და­კარ­გუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, უხი­ლა­ვი ტკი­ვი­ლი­სა და ჩუმი სევ­დის სიმ­ბო­ლოა. ეს არის ის­ტო­რია ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი­სა თუ წარ­სუ­ლის ფონ­ზე, გა­დარ­ჩე­ნას და სიბ­ნე­ლე­ში სი­ნათ­ლის პოვ­ნას ცდი­ლო­ბენ.

გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლია მშვი­დი, ზუს­ტი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ენით, რო­მე­ლიც ხში­რად ბავ­შვის თვა­ლით და­ნა­ხულ რე­ა­ლო­ბას ეყ­რდნო­ბა. მისი ფილ­მე­ბი ემო­ცი­ის, მო­გო­ნე­ბე­ბი­სა და დრო­ის შერ­წყმაა, რაც ხან­გრძლივ და ღრმა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს.

ტა­ლინ­ში, ფილ­მის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რას თით­ქმის სრუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბა ეს­წრე­ბო­და. ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი გივი ჩუ­გუ­აშ­ვი­ლი.

კრი­ტი­კო­სებ­მა მისი შეს­რუ­ლე­ბას მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ მისი პერ­სო­ნა­ჟი ერ­თდრო­უ­ლად უხე­ში და ნა­ზია. მისი თქმით, რუს გა­მოც ფილმში თა­მაშს და­თან­ხმდა რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი და მისი შე­მოქ­მე­დე­ბა იყო.

გივი ჩუ­გუ­აშ­ვი­ლი:

- ის ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სო­რია. მთა­ვა­რი ის არის, რომ ყო­ველ­თვის იცის, რას აკე­თებს.

გააგრძელეთ კითხვა