"კვარამ" საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "ფლამენგოს" გაუტანა - ვიდეო
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით "ფლამენგოს" 1:0-ს ამარცხებს.
პარიზული გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ნევეშმა ორჯერ ვერ უწია მიზანს, ფაბიან რუისმა გაიტანა, მაგრამ იქამდე ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. აქედან მოყოლებული პსჟ-ს შეტევები მინავლდა, ტრავმირებული ლი მეილიუმ შეცვალა.
38-ე წუთზე დუეს ჩაწოდებული ბურთი მეკარე როსიმ მოიგერია და კვარაცხელიამ პსჟ დააწინაურა.