"თანდათან უარესი მემართება, მაგრამ მამაშენს რა ვუყო, შვილო, მას ახლა ჩემზე მეტად უჭირს, ჩემზე ცუდადაა" - ლევან კბილაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
დეე, შვილო
როგორ ვძლებთ არ ვიცი, რა ძალაა ის, რაც მე მაცოცხლებს, თანდათან უარესი მემართება, მაგრამ მამაშენს რა ვუყო შვილო, მას ახლა ჩემზე მეტად უჭირს, ის ჩემზე ცუდადაა. ლევანის მამააო და ყველას თვალზე ცრემლი ადგება. ილოცე მამაშენისთვის შვილო, ილოცე, რომ ფეხზე დადგეს.
მაგრამ ღიირს კი ჩვენი აქ ყოფნა?
შენთან ერთად გვინდა ორივეს" - წერს ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე.