"საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად"
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
- ბატონო დავით, მიუხედავად იმისა რომ 2025 წელი მთავდება და დღე არ გავა რომ საინტერესო თემა არ წამოტივტივდეს და აქტუალური არ გახადოს პოლიტიკური პროცესის დინამიკამ.
იქნება ეს აქციებთან ქუჩაში აქციების გამართვალსთან დაკავშირებით გამკაცრებული კანონმდებლობა, განათლების რეფორმა, რომლითაც განათლების საკითხებში საკმაოდ კარგი ექსპერტებისა და კმაყოფილი პროფესურის აზრი ჯერ არ მოგვისმენია, აღარაფერს ვამბობ სასამართლოში მიმდინარეა პოლიტიკურ პროცესებზე და თუნდაც ბი-ბი-სის ფილმზე პასუხგაუცემელ კითხვებზე, ასევე მმართველ გუნდში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე და შიდა დაპირისპირებაზე. ღარაფერს ვამბობ „საარჩევნო კოდექსის“ ახალ რედაქციაზე, რომელიც გაუმჯებესებული კი არა გაუარესებულია.
თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროპასთან და აშშ-თან საკმაოზე მეტი პრობლემებია დაგროვილი, ცხადადაც კი ჩანს, რომ 2025 წელი ისე იწურება, რომ ქვეყანა მოახლოებულ 2026 წელს პრობლემებით დახუნძლულიც კი ხვდება.
თქვენი აზრით, ხელსიუფლებაში ყოფნის 13 წლის შემდეგ მმართველი გუნდისთვის, სავარაუდოდ, რაა საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა?
- მმართველი გუნდისთვის და საერთოდ ქართული პოლიტიკისთვის საშინაო პოლიტიკაში მთავარი პრობლემა არის, თან ძალიან სერიოზული - რეალობის არაადეკვატურად აღქმა. ანუ, რა რეალობაა საშინაო პოლიტიკაში და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად.
ამაში რას ვგულისხმობ - თუნდაც მოცემულობად რომ მივიღოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ეს შედეგები მივიღოთ, როგორც ფაქტი - ამ დაშვების შემთხვევაშიც კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა მისცა 800 ათასზე მეტმა ადამიანმა.
თუნდაც მოცემულობად რომ მივიღოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ეს შედეგები მივიღოთ, როგორც ფაქტი - ამ დაშვების შემთხვევაშიც კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა მისცა 800 ათასზე მეტმა ადამიანმაროდესაც 800 ათასი ადამიანი შენი წინააღმდეგია, ასეთ პირობებში იმ პოლიტიკის გატარება, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებს, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხისტად და არაფერის დათმობას არ აპირებს, არც კომპრომისს, არც დიალოგს, ოპონენტებს მტრად აცხადებს და პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციას ახდენს, ეს არის პრაქტიკულად სამოქალაქო ომზე წასვლა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ.
800 ათასი ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდა და ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა. ეს არა მარტო ქვეყანაში არსებული განწყობების მაჩვენებელია. რუსთაველზე ხალხის რაოდენობა ხან იკლებს, ხან საკმაოდ მაღალია, მაგრამ, ფაქტია რომ სულ არის. ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ასეთი მრავლხნიანი პროტესტი არავის არ გვახსოვს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულია ეს უკმაყოფილება და ამის იგნორირება, შეთქმულების თეორიებით ახსნა, ვიღაცეები ახელფასებენ. დაფინანსებული აქციებიც მინახავს და ორ დღეში რომ მთავრდებოდა. ახლა რასაც ვხედავთ, სულ სხვა რამაა.
როდესაც 800 ათასი ადამიანი შენი წინააღმდეგია, ასეთ პირობებში იმ პოლიტიკის გატარება, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებს, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხისტად და არაფერის დათმობას არ აპირებს, არც კომპრომისს, არც დიალოგს, ოპონენტებს მტრად აცხადებს და პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციას ახდენს, ეს არის პრაქტიკულად სამოქალაქო ომზე წასვლა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ ამიტომაა რომ ვამბობ, კრიზისის აღქმის თვალსაზრისით ხელისუფლება არაადეკვატურია. მგონია რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რომ საკუთარ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში სერიოზულ კრიზისშია და ცდილობს ყველაფერი ხისტად გაიტანოს. ვხედავთ, რომ ეს არ მუშაობს და საქმე დაპირისპირებისკენ მიდის.
- რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ თუ პოლიტიკურ პროცესში დღეს არსებული დინამიკა შენარჩუნდა, შესაძლოა, საქმე დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს?
- საფრთხე იმისა, რომ საქმე სერიოზულ დაპირსპირებამდე მივიდეს, საკმაოდ მაღალია.
საერთოდ, ასეთი დონის უკმაყოფილების ჩახშობის მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, რომელსაც სტალინი იყენებდა. ან როცა გამსახურდიას მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ იოსელიანმა და კიტოვანმა ტყიები ესროლეს. სხვანაირად ამგვარი პროცესი არ ჩერდება.
თუ ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში იმ კურს გააგრძელებს, როგორსაც ახლა ატარებს, ეს პროცესი საბოლოოდ, ძალიან ძლიერ აფეთქებამდე მივა. ან ისეთი ტიპის დაპირისპირებამდე, რომ საგარეო საფრთხეების მიმართ ისედაც დაუცველ და მოწყვლად ქვეყანას კიდევ უფრო მოწყვლადსა და დაუცველს გახდის.
თუ ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში იმ კურს გააგრძელებს, როგორსაც ახლა ატარებს, ეს პროცესი საბოლოოდ, ძალიან ძლიერ აფეთქებამდე მივა. ან ისეთი ტიპის დაპირისპირებამდე, რომ საგარეო საფრთხეების მიმართ ისედაც დაუცველ და მოწყვლად ქვეყანას კიდევ უფრო მოწყვლადსა და დაუცველს გახდის- „ქართულმა ოცნებამ“ კი შექმნა იმ ტიპის სახელისუფლებო პროპაგანდა, რომელიც შეიძლება ითქვას კარგადაც მუშაობს, იმაზე უფრო კარგადაც კი წინა ხელისუფლებას რომ ჰქონდა.
მაგრამ, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ოპტიმალური გამოსავალი რომ პოლარიზაცია მუდმივად კი არ იზრდებოდეს, არამედ დაპირისპირებული ჯგუფები კონსენსუსამდე მიდიოდნენ?
და საქმე არსებული კრიზისის განმუხტვამდე მივიდეს?
- ეს ცოტა რთული საკითხია იმიტომ რომ ჩვენ მთლიანად ხელისუფლების ნებაზე ვართ დამოკიდებული. თუ ხელისუფლებას არ სურს რაღაც კომპრომისზე წავიდეს, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერაფერს შეძლებს. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მხოლოდ არადანის არჩევანი აქვს. ამგვარ არჩევანს ოპოზიცია ვერ გააკეთებს.
ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს და არაფერს არ თმობს. ოპოზიციის დათმობა იქნება საერთოდ არაფერი არ გააკეთოს. თუ ხელისუფლებამ არ გადადგა რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, არაფერი გამოვა. მეც მიმაჩნია, რომ ოპოზიციისთვისაც არ არის კარგი იმ ტიპის პოლარიზაცია, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. საერთოდ, იმ ტიპის დაპირისპირების რეჟიმი, რომელშიც ახლა ვართ, არავისთვის არ არის ხელსაყრელი. მაგრამ, მის განმუხტვაში პირველი სიტყვა ხელისუფლებას ეკუთვნის და არა ოპოზიციას.
იმ ტიპის დაპირისპირების რეჟიმი, რომელშიც ახლა ვართ, არავისთვის არ არის ხელსაყრელი. მაგრამ, მის განმუხტვაში პირველი სიტყვა ხელისუფლებას ეკუთვნის და არა ოპოზიციასთუ ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ვითარების განსამუხტად, ძალიან რთული იქნება მოვლენათა განვითარების რადიკალური სცენარის თავიდან აცილება.
- ხელისუფლებაში 13 წლის ყოფლის შემდეგ საგარეო პოლიტიკაში რა პრობლემები აქვს მმართველ „ქართული ოცნების“ გუნდს?
- საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების კრახი უფრო ჩანს, ვიდრე საშინაოში. საშინაოში ოპოზიციის სისუსტისა და კიდევ სხვა ფაქტორებია. ამჟამინდელი აშშ-ს ადმინისტრაციის გამო საერთაშორსიო პოლიტიკაშიც საკმაოდ არეულია სიტუაცია, მაგრამ, გარედან საქართველო საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება.
მას შემდეგ რაც დამოუკიდებელი გავხდით, აბსოლუტურად პირველად ჩვენ ისტორიაში ხელისუფლებას დასავლეთი, ევროპა, ევროკავშირი, პრაქტიკულად ოფიციალურ მტრად გვყავს გამოცხადებული.
ასეთი რამ და იმ ტიპის ანტიდასავლური რიტორიკა რაც ახლა გვესმის ხელისუფლებიდან, არც მე და არც სხვას არ შეიძლება ახსოვდეს. იმიტომ რომ არასდროს არ გვქონია და არც ხელისუფლებას უკეთების განცხადებები გერმანიის, საფრანეთის, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორების მიმართ. ამ თვალსაზრისით, სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდება. გააგრძელეთ კითხვა