"მუც­ლი­დან­ვე ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს ჩემი შვი­ლე­ბის მა­მო­ბა", "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი და ჩა­კე­ტი­ლი ფან­ჯრე­ბი სამ­შო­ბი­ა­რო­ში", "შენი შვი­ლი მგლებ­მა დაგ­ლი­ჯეს" - დე­დის შო­კის­მომ­გვრე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი - კვირის პალიტრა

"მუც­ლი­დან­ვე ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს ჩემი შვი­ლე­ბის მა­მო­ბა", "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი და ჩა­კე­ტი­ლი ფან­ჯრე­ბი სამ­შო­ბი­ა­რო­ში", "შენი შვი­ლი მგლებ­მა დაგ­ლი­ჯეს" - დე­დის შო­კის­მომ­გვრე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი

შუ­ა­ხე­ვის სო­ფელ ჩან­ჩხა­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ოჯა­ხურ­მა დრა­მამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. მას შემ­დეგ, რაც 44 წლის მა­რი­ნა აბა­ში­ძემ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში“ თა­ვი­სი ის­ტო­რია მოჰ­ყვა - ის­ტო­რია ბე­ბი­ა­ზე, რო­მე­ლიც 16 წლის რძლის­გან მი­ტო­ვე­ბულ ტყუ­პებს დე­დად მო­ევ­ლი­ნა - სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხვა ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დას და­ა­ტყდა თუმ­ცა, დღეს სი­ჩუ­მეს „ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში“ 20 წლის მარი ბარ­ბა­ქა­ძე არ­ღვევს.

მა­რი­ა­მი და დე­და­მი­სი, და­რი­ნა, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ას ჰყვე­ბი­ან. ეს არის ის­ტო­რია ჩაგ­ვრა­ზე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორ­სა და დე­დამ­თილ­ზე, რო­მე­ლიც, მათი თქმით, რძლის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბას გეგ­მავ­და.

"მუც­ლი­დან­ვე ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს ჩემი შვი­ლე­ბის მა­მო­ბა“

მა­რი­ა­მი იხ­სე­ნებს, რომ მისი ტრა­გე­დია იმ დღი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ფეხ­მძი­მედ იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ, მა­ლე­ვე გაჩ­ნდა უნ­დობ­ლო­ბის კე­დე­ლი, რო­მე­ლიც დე­დამ­თილ­მა აღ­მარ­თა.

"ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ფეხ­მძი­მედ დავ­რჩი. არა­სო­დეს მიც­დია ბავ­შვე­ბის მო­შო­რე­ბა, პი­რი­ქით - ექი­მებ­მაც იცი­ან, რო­გორ ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი თავს. პრობ­ლე­მე­ბი მა­შინ და­ი­წყო, როცა დე­დამ­თილ­მა თა­ვის შვილს უთხრა: ამ ბავ­შვებს დნმ-ის ანა­ლი­ზი უნდა გა­უ­კე­თო, იმი­ტომ რომ მა­რი­ა­მი ქა­ლიშ­ვი­ლი არ იყოო. ეს სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც თქვა და ექიმ­მა პა­ლა­ტი­დან გა­აგ­დო,“ - იხ­სე­ნებს მა­რი­ა­მი.

მისი თქმით, მა­რი­ნა აბა­ში­ძე ყო­ველ­დღი­უ­რად ცდი­ლობ­და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მა­რი­ა­მი „ღირ­სე­უ­ლი ცოლი“ არ იყო. კონ­ფლიქ­ტი ელე­მენ­ტა­რულ სა­კი­თხებ­ზეც კი მწვავ­დე­ბო­და: „ერთხელ ბა­ნა­ნი და მა­წო­ნი მო­მინ­და, ჩემ­მა ქმარ­მა ამო­ი­ტა­ნა და ჭამა და­ვი­წყე. დე­დამ­თილ­მა სკან­და­ლი მო­ა­წყო - ჯერ ქმა­რი არ დამ­ჯდა­რა სუფ­რას­თან და ეს რო­გორ ბე­დავს ჭა­მა­სო.“

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი და ჩა­კე­ტი­ლი ფან­ჯრე­ბი სამ­შო­ბი­ა­რო­ში

მა­რი­ა­მი იხ­სე­ნებს უმ­ძი­მეს დღე­ებს სამ­შო­ბი­ა­რო­ში, სა­დაც, მისი თქმით, დე­დამ­თი­ლი მას­ზე სრულ კონ­ტროლს ამ­ყა­რებ­და და მის თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს ტე­ლე­ფო­ნით იწერ­და, რათა მო­მა­ვალ­ში კომ­პრო­მა­ტად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

"ახა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ვი­ყა­ვი, სუნ­თქვა მი­ჭირ­და. პა­ლა­ტა­ში ფან­ჯრის „რუ­ჩკა“ მოხ­სნეს და ჩა­მი­კე­ტეს. როცა ექი­მებს ვთხო­ვე გა­ე­ღოთ, მა­რი­ნა აბა­ში­ძემ თქვა: არ გა­დახ­ტე­სო. ყვე­ლა­ფერს იწერ­და, რომ მერე ეთ­ქვა - მა­რი­ა­მი გი­ჟი­აო. მე შვი­ლე­ბი არ მი­მი­ტო­ვე­ბია, მე გა­მო­მაქ­ცი­ეს იმ სახ­ლი­დან,“ - ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

მისი თქმით, დე­დამ­თი­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად ეუბ­ნე­ბო­და, რომ წა­სუ­ლი­ყო იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ და ბავ­შვე­ბის­თვის ფული იქი­დან გა­მო­ეგ­ზავ­ნა, თა­ვად კი მათ მი­ხე­დავ­და. სა­ბო­ლო­ოდ, 10 თვის შემ­დეგ, გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფის გამო, მა­რი­ა­მი სახ­ლი­დან წა­მო­ვი­და.

"შენი შვი­ლი მგლებ­მა დაგ­ლი­ჯეს" - დე­დის შო­კის­მომ­გვრე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი

მა­რი­ა­მის დედა, და­რი­ნა, რო­მე­ლიც იმ დროს თურ­ქეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იხ­სე­ნებს ზარს, რო­მელ­მაც მისი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა.

"მა­რი­ნამ და­მი­რე­კა და მიყ­ვი­რო­და: შენი შვი­ლი მგლებ­მა დაგ­ლი­ჯე­სო! გული წა­მი­ვი­და, გო­ნე­ბა დავ­კარ­გე.

გააგრძელეთ კითხვა