კიდევ ერთი თასი, ჩემპიონის ტიტული და გამარჯვების ემოციები - რა შეფასება მიიღო "კვარამ" საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში?
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ ბრაზილიურ "ფლამენგოს" დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლისა და 11-მეტრიანების შემდეგ კი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პარიზელთა მხრიდან ძირითად დროში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაა.
მატჩი საბოლოოდ ანგარიშით 1-1 დასრულდა, დამატებით დროშიც არაფერი შეცვლილა, ყველაფერი 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც პსჟ-ს მეკარემ, საფონოვმა შესანიშნავად ითამაშა და 4 11-მეტრიანი მოიგერია.
პსჟ-მ და "კვარამ" კი მორიგი ტიტული მოიპოვეს. გააგრძელეთ კითხვა