ავარიას ქვეითი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა 70 წლამდე მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"