„ვინც დაადგინა საარსებო მინიმუმი, მას უნდა მისცე თვეში 255 ლარი და უთხრა, კეთილი ინებე და იმყოფინე“ - შალვა კერესელიძე - კვირის პალიტრა

„ვინც დაადგინა საარსებო მინიმუმი, მას უნდა მისცე თვეში 255 ლარი და უთხრა, კეთილი ინებე და იმყოფინე“ - შალვა კერესელიძე

„ვინც დაადგინა საარსებო მინიმუმი, მას უნდა მისცე თვეში 255 ლარი და უთხრა, კეთილი ინებე და იმყოფინე“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, საქსტატმა 2025 წლის იანვარ-ნოემბრის საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 288.4 ლარით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი 255.4 ლარით განისაზღვრა.

როგორც შალვა კერესელიძემ გადაცემა „საქმეში“ აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი სიმბოლურ ხასიათს ატარებს და 255 ლარი თვის განმავლობაში ვერანაირი განაწილების ჩარჩოში ვერ ჯდება.

„გათვლილია, რომ თითქოს ეს 255 ლარი ერთ ადამიანს საქართველოში უნდა ეყოს პურისთვის, ბურღულეულისთვის, რძის პროდუქტებისთვის, შაქრისთვის, ზეთისთვის, ხორცისთვის, ბოსტნეულისთვის, ხილისთვის... 2300 კალორიაა გათვალისწინებული საშუალოდ. დაახლოებით, 180 ლარამდე უნდა დაიხარჯოს სასურსათო მიმართულებით. ამას აქვს მეორე მხარეც, არასასურსათო მიმართულება. აქ ხარჯების 30% არის გათვლილი და შედის კომუნალური გადასახადები - გაზი, ელექტროენერგია, დასუფთავება, წყალი. ასევე, შედის ტრანსპორტით სიარული, თუმცა ავტომობილით გადაადგილებაზე არ არის საუბარი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იგულისხმება. გათვლილია ასევე ტანსაცმელი, მედიკამენტები და რა თქმა უნდა, ბრენდირებულ ტანსაცმელზე არ არის საუბარი.

განაგრძე კითხვა