პუტინის „ორეშნიკებმა“ ლუკაშენკოს ბელარუსიდან ევროპა მიზანში ამოიღეს - რას დაუპირისპირებს ამ იარაღს დასავლეთი?!
18 დეკემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რომ ბელარუსის ტერიტორიაზე საბრძოლო მორიგეობაზე დადგა რუსული სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ და ამით მინსკი არავის ემუქრება, ის თითქოს მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს...
რამდენად გულწრფელია ბელარუსის პრეზიდენტის ის განცხადება, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოყვანილი პუტინის „ორეშნიკის“ რაკეტები არავის ემუქრება?
აქ გთავაზობთ რუკას, რომელზეც გამოსახულია ის არეალი, სადამდეც შეიძლება მისწვდეს რუსული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“(რომლის ფრენის მაქსიმალური სიშორე 5 500 კმ-ს აღემატება) ბელარუსის ტერიტორიიდან გაშვების შემთხვევაში...
რუკაზა ნათლად ჩანს, რომ ბელარუსიდან გაშვების შემთხვევაში პუტინის „ორეშნიკები“ სწვდებიან ნატოსა და ევროკავშირის ყველა ქვეყნის ტერიტორიას და მათ დედაქალაქებს და საქმე თუკი მართლაც მივიდა მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ეს რუსული „ორეშნიკები“ ევროპისკენ სტარტს აიღებენ ბირთვული ქობინებით და არა მისი მასაგაბარიტული მაკეტებით, როგორც „ორეშნიკი“ პირველად გამოიყენა რუსეთმა.
თუ რა შეუძლია „ორეშნიკს“, პუტინმა მსოფლიოს 2024 წლის 21 ნოემბერს აჩვენა, როდესაც მისი ბრძანებით ასტრახანის ოლქის პოლიგონიდან უკრაინის ქალაქ დნიპროს „იუჟნის“ სარაკეტო ქარხნის მიმართულებით გაუშვეს და საბრძოლო ნათლობა მიაღებინეს პირველ „ორეშნიკს“- მართალია მისმა ჰიპერბგერითმა ქობინებმა (რომლებიც ფაქტობრივად მაკეტებს წარმოადგენდენ და არ იყვნენ დამუხტული ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებით, მით უმეტეს ბირთვული ქობინებით) კატასტროფული ზიანი ვერ მიაყენეს უკრაინულ ქარხანას, მაგრამ აქ მთავარი ის გახლდათ, რომ კრემლმა უკრაინასთან ომის მესამე წელს ბრძოლაში ჩართო საშუალო სიშორის მოქმედების ის ძლიერი რაკეტაც, რომელიც ბირთვული ქობინებით ევროპის გასანადგურებლადაა განკუთვნილი...
ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიოში პირველი "ჭკვიანი" პისტოლეტი მხოლოდ პატრონის "ერთგული" რჩება - ჯერ თვალებში "ჩახედავს" და თითების ანაბეჭდს შეუმოწმებს...
რუსული "ტრიუმფის" დასასრული - უკრაინელების კიდევ ერთი წარმატება?!
პირველად ომების ისტორიაში-უკრაინულმა წყალქვეშა კამიკაძე-დრონმა რუსული წყალქვეშა ნავი ააფეთქა ...
რითი შეუძლია თავის დაცვა ევროპას ბელარუსიდან მასიურად გაშვებული რუსული „ორეშნიკებისგან“?
ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნების საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფს ამერიკული „პეტრიოტისა“ და ფრანგულ-იტალიური „მამბას“(SAMP/T) ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეუძლიათ მოიგერიონ რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერები“ და „კინჟალები“, როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომში ჩანს.
მაგრამ, იმავე „ისკანდერისგან“ გამსხვავებით, რომელიც 500 კმ-მდე მოქმედ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსს წარმოადგენს, „ორეშნიკი“ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების კლასში გადის და მათი გადაჭერა „პეტრიოტის“ მოდერნიზებულ ანტირაკეტას ფრენის ბოლო ეტაპზე თუ შეუძლია და ისიც ძალზე მცირე ალბათობით.
თუმცა ამერიკელებს შეირაღებაში გააჩნიათ კიდევ ორი ტიპის, „პეტრიოტზე“ ბევრად ძლიერი ანტისარაკეტო სისტემაც-THAAD-ი და Aegis-ი…
Aegis-ის ორი სისტემა ამერიკელებმა სტაციონალურად განათავსეს რუმინეთსა და პოლონეთში,მათ მძლავრ ფაზირებულანტენიან ლოკატორებს რამდენიმე ათასს კმ-ზე შეუძლიათ დააფიქსირონ რუსული ბალისტიკური რაკეტების სტარტი და 2 500 კმ სიშორეზე დააზიანონ/ჩამოაგდონ ისინი RIM-161 Standard Missile 3 ტიპის მოდერნიზებული ანტირაკეტით.
მობილური ანტისარაკეტო სისტემის THAAD-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები შედარებით მოკრძალებულია-ამ სისტემის ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი ათასი კმ-ის სიშორე აფიქსირებს საჰაერო სამიზნეს, ხოლო მისი ანტირაკეტა კი 200 -კმ-მდე სიშორეზე აგდებს მას.
სამაგიეროდ, THAAD-ის ანტისარაკეტო სისტემები მოძრავია და მათი ოპერატიულად გადასროლა შეიძლება რაკეტსაშიში მიმართულებებზე, მაშინ, როდესაც ამერიკული Aegis-ის ორივე სისტემა „გაუნძრევლად“ დგას რუმინეთისა და პოლონეთის ბაზებზე.
ოღონდ აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი - მაშინ როდესაც THAAD-ის ერთი ანტირაკეტის გაშვება ამერიკელებს 12 მლნ დოლარად უღირთ, Aegis-ის ანტირაკეტის ფასი უკვე 24 მლნს ურტყამს და გასაგებია, რომ ასეთი ძალზე ძვირადღირებული ანტირაკეტების დიდი რაოდენობით განთავსებას ევროპის დასაცავად რუსული „ორეშნიკებისგან“,ტრამპის ამერიკა უბრალოდ არ მოინდომებს...