"რატომ დახარჯა ნიკა გილაურმა მილიონები პროტესტში და პარტიის დაფინანსებაში და ისე გაქრა,  რომ ერთი პოსტიც არ დაუწერია თვეებია, როდესაც მისი თანამოაზრეები ციხეში ჩასვეს?" - ანა დოლიძე - კვირის პალიტრა

"რატომ დახარჯა ნიკა გილაურმა მილიონები პროტესტში და პარტიის დაფინანსებაში და ისე გაქრა,  რომ ერთი პოსტიც არ დაუწერია თვეებია, როდესაც მისი თანამოაზრეები ციხეში ჩასვეს?" - ანა დოლიძე

"სად გაქრა პოლიტიკური ამბიციების მქონე ნიკა გილაური? რატომ გამოვიდა, დახარჯა მილიონები პროტესტში და პარტიის დაფინანსებაში, მოქმედ პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც კი შეხვდა და ისე გაქრა, რომ ერთი პოსტიც არ დაუწერია თვეებია, როდესაც მისი თანამოაზრეები ციხეში ჩასვეს", - ამის შესახებ ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ან როგორ არის შესაძლებელი, რომ შენი ძმა მონოპოლისტი ბანკის მფლობელი იყოს და ივანიშვილთან ერთად მილიარდებს ატრიალებდეს და შენ მილიონებს ხარჯავდე პარტიასა და პროტესტზე და კითხვა არავინ დაგისვას, როცა ხალხს ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ?ან ბიძინას თოჯინები რატომ არ ახსენებენ არც ერთხელ? კობახიძეს ყველა აქტივისტის გვარი ახსოვს და მაინცდამაინც გილაურს რატომ არ ახსენებს?

კიდევ უნდა მოვიდეს 10 წლის შემდეგ ნიკა გილაური და გადარჩენას დაგვპირდეს? ამ კითხვებს ჭირდება პასუხის გაცემა", - წერს დოლიძე.