ხოროწყუში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ხოროწყუში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ინფორმაციით, ხანძარი დღეს, გამთენიისას გაჩნდა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი დედა-შვილია.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"