" იშ­ვი­ა­თად ვტი­რი, მაგ­რამ აი თავს ვერ ვი­კა­ვებ... თავად 4 შვილის მამამ რატომ უნდა გაიმეტო სხვისი შვილები ამგვარი განსაცდელისთვის?" - რას წერს თინა ხიდაშელი? - კვირის პალიტრა

" იშ­ვი­ა­თად ვტი­რი, მაგ­რამ აი თავს ვერ ვი­კა­ვებ... თავად 4 შვილის მამამ რატომ უნდა გაიმეტო სხვისი შვილები ამგვარი განსაცდელისთვის?" - რას წერს თინა ხიდაშელი?

დღეს კო­ა­ლი­ცია "ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა ზუ­რა­სა და მისი ოჯა­ხის შეხ­ვედ­რის კად­რე­ბი. ამ თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი პოს­ტი და კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა.

თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი:

"ზუ­რას ბავ­შვებ­თან და ნა­ტას­თან შეხ­ვედ­რის ვი­დეო ვნა­ხე ახლა ზო­გა­დად მყა­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა მაქვს და იშ­ვი­ა­თად ვტი­რი, მაგ­რამ აი თავს ვერ ვი­კა­ვებ ამ ბავ­შვე­ბის გამო რა­ტომ, რა­ტომ უნდა აღ­მოჩ­ნდეს წე­სი­ე­რი კა­ცის ბავ­შვი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?

ეს ტრა­გე­დია რა­ტომ უნდა გა­მო­ი­ა­როს? თა­ვად 4 შვი­ლის მა­მამ რა­ტომ უნდა გა­ი­მე­ტო სხვი­სი შვი­ლე­ბი ამ­გვა­რი გან­საც­დე­ლის­თვის? რა­ტომ?" - წერს ხი­და­შე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე 22 მა­ისს, სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს. ის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­სა­ცე­მად იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, სა­დაც არ გა­მო­ცხად­და. ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას“ გუ­ლის­ხმობს.

"ინტერპრესნიუსი"