"ტრაგედია სპორტული სამყაროსთვის..." - NASCAR-ის ლეგენდარული მრბოლელი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა: დეტალები - კვირის პალიტრა

"ტრაგედია სპორტული სამყაროსთვის..." - NASCAR-ის ლეგენდარული მრბოლელი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა: დეტალები

სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­რო შოკ­შია: NASCAR-ის ლე­გენ­და­რუ­ლი მრბო­ლე­ლი, 55 წლის გრეგ ბიფ­ლი, მისი მე­უღ­ლე კრის­ტი­ნა და მათი ორი შვი­ლი - 14 წლის ემა და 5 წლის რა­ი­დე­რი, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლნენ. სულ და­ღუ­პუ­ლია 7 ადა­მი­ა­ნი.

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს შემ­ზა­რა­ვი მო­მენ­ტი, რო­დე­საც Cessna C550 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი სტე­იტსვი­ლის რე­გი­ო­ნა­ლურ აე­რო­პორ­ტში მი­წას ეჯა­ხე­ბა და წა­მებ­ში ცე­ცხლო­ვან ბურ­თად იქ­ცე­ვა.

რა გახ­და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი?

ფრე­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თვითმფრი­ნა­ვი ფლო­რი­დის­კენ მიფ­რი­ნავ­და, თუმ­ცა აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე მან მკვეთ­რი წრე გა­ა­კე­თა და უკან, აე­რო­პორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა სცა­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა შე­ექ­მნა.

screenshot-2025-12-20-173726-1766237875.png

„ის ფაქ­ტი, რომ მათ აფ­რე­ნის­თა­ნა­ვე წრე და­არ­ტყეს და აე­რო­პორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ, მე­უბ­ნე­ბა, რომ მათ ჰა­ერ­ში­ვე შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა,“ - აცხა­დებს მე­ტე­ო­რო­ლო­გი ბრედ პა­ნო­ვი­ჩი.

NASCAR-ის ვარ­სკვლა­ვე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ვინ იყ­ვნენ მსხვერ­პლნი?

ბიფ­ლე­ბის ოჯა­ხის გარ­და, ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და NASCAR-ის კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვი კრე­იგ უოდსვორ­თი, ასე­ვე მამა-შვი­ლი დე­ნის და ჯეკ და­ტო­ნე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ვინ მარ­თავ­და თვითმფრი­ნავს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვად გრეგ ბიფ­ლი გა­მოც­დი­ლი პი­ლო­ტი იყო. გააგრძელეთ კითხვა