აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს - მათ მოედანზე განთავსებულ საახალწლო დეკორაციაზე, რომელსაც აქვს წარწერა: „სიკეთით სავსე ქალაქი“, გადააფარეს ბანერი წარწერით: „საწამლავით“ - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს - მათ მოედანზე განთავსებულ საახალწლო დეკორაციაზე, რომელსაც აქვს წარწერა: „სიკეთით სავსე ქალაქი“, გადააფარეს ბანერი წარწერით: „საწამლავით“

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე, საკრებულოსთან გადაინაცვლეს.

ადგილზე მისულმა დემონსტრანტებმა თავისუფლების მოედანზე არსებულ საახალწლო დეკორაციაზე, რომელსაც აქვს წარწერა „სიკეთით სავსე ქალაქი“ გადააფარეს ბანერი წარწერით: „საწამლავით“. მათთან სამართალდამცავები მივიდნენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ბანერი დაკეცეს.

ისინი ახლა მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.