მოდა წარსულში ბრუნდება ანუ როგორი იქნება სილამაზე 2026 წელს?!
ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი გვიახლოვდება და მსოფლიო მოდის სახლებმა უკვე იციან, რა იქნება ტრენდული 2006 წელს. ყოველწლიურად მილიონობით ქალი ადევნებს თვალს ინფლუენსერებს, სილამაზისა და მოდის სფეროში მომუშავე ექსპერტებს, რათა არ ჩამორჩნენ თანამედროვე ტენდენციებს. მე კი გეტყოდით, რომ ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველია და მოდურია ის, რაც გიხდებათ, მაგრამ მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი იმ რჩევებს, რასაც საერთაშორისო მოდური გამოცემები ქალებს გვირჩევენ.
ვიზაჟის მოდური ტენდენციები
ხმაურიანი, ეპატაჟური ვიზუალის შემდეგ მოდაში შემოდის მინიმალიზმი, მშვიდი და თავდაჯერებული მაკიაჟი. 2026 წელს ქალები დრამატული და მძIიმე მაკიაჟიდან დახვეწილ ვიზუალზე გადავლენ, რომელიც სინაზისა და სიფაქიზის შთაბეჭდილებას ქმნის. 2026 წლის მოდის ტენდენციებით, სილამაზე აღარ ცდილობს ყურადღების მიპყრობას, ის ქალებს აღმოჩენებისკენ უბიძგებს. ნაზი მაკიაჟითა და ბუნებრივად დაგრძელებული წამწამებით მომავალი წლის მოდური ქალი შეეცდება გამოკვეთოს ის სილამაზე, რითაც ბუნებამ დააჯილდოვა. 2026-ში მოდური იქნება თვალის ლაინერი, ცისფერი თვალის ჩრდილები და ღია ფერის ტუჩსაცხები. თვალის კუთხეებისა და საცრემლე უბნების ჰაილაითერით გაბრწყინება თვალს მეტ მოცულობას შესძენს.
2026 წლის ვარცხნილობა და დახვეწილი სტილი
ქარისგან ოდნავ გაწეწილი და არეული თმა 2006 წლის ვარცხნილობების ტრენდია. სილამაზის ექსპერტების აზრით, ასეთი ვარცხნილობა ბუნებრივი და იმავდროულად, გლამურულია. მოცულობითი თმა სახეს სიმსუბუქეს სძენს. "სიცოცხლით სავსე" - ასე აფასებენ მოდის კრიტიკოსები ბუნებრივ და მოცულობით ვარცხნილობას.
ასევე მოდურია ვარცხნილობები თმის "სველი ეფექტით", რაც მარტივი სატარებელი და დახვეწილ ჩაცმის სტილთან ერთად ძალიან ტრენდულია.
გადატკეცილი ან შუაში მკვეთრად გაყოფილი და უკან შეკრული თმა ზედმეტი დეტალების გარეშეც ახერხებს ეფექტის მოხდენას.
სიმარტივე, სინაზე და თავდაჯერებულობა - ასე გამოიყურება 2026 წლის ქალი და ეს ტრენდი გვიჩვენებს, რომ ხშირად სილამაზის ძალა სწორედ მინიმალიზმშია.
2026 წელს მოდური იქნება თავსაბურავები და თმის რეზინის რგოლები. გადაწეული თმა გამოკვეთს სახის ოვალსა და ნაკვთებს. მოვლილი კანი, ნაკლებად გამომწვევი მაკიაჟIი და შავი ან ჩაცმულობასთან შეხამებული თავსაბურავი ხაზს უსვამს ელეგანტურობას და 1960-იანი წლების სტილს ეხმიანება.
2026 წელი გამორჩეული იქნება მინიმალიზმითა და დახვეწილობით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის თქვენს ბუნებრივ სილამაზეს.