“გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთი ციდა სახელმწიფო ვართ. ძალიან ცოტანი ვარ, ამდენი ხალხი კიდევ ქვეყნიდან მიდის, რაც სამწუხაროა...” - რას იხსენებს წარსულზე და მშობლებზე მაკა მახარაძე? - კვირის პალიტრა

“გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთი ციდა სახელმწიფო ვართ. ძალიან ცოტანი ვარ, ამდენი ხალხი კიდევ ქვეყნიდან მიდის, რაც სამწუხაროა...” - რას იხსენებს წარსულზე და მშობლებზე მაკა მახარაძე?

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია მო­ცეკ­ვა­ვე, მსა­ხი­ო­ბი, პე­და­გო­გი მაკა მა­ხა­რა­ძე. მან ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ას სტა­ტი­ის ბო­ლოს ნა­ხავთ.

ნუნუ:

- რას ნიშ­ნავს, რო­დე­საც ხარ ბა­ლე­ტის მო­ცეკ­ვა­ვე და რას მო­ი­თხოვს ეს პრო­ფე­სია ადა­მი­ა­ნის­გან?

- ბა­ლე­ტის მო­ცეკ­ვა­ვე - ეს ურ­თუ­ლე­სი პრო­ფე­სი­აა. გა­რე­დან ჩანს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მსუ­ბუ­ქი, ნაზი და ლა­მა­ზია. არა­და, ამა­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი შრო­მა იდე­ბა... რთუ­ლია ჩემი პრო­ფე­სია, მაგ­რამ თა­ვი­დან რომ და­მა­წყე­ბი­ნა, იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი. ბავ­შვო­ბი­დან ეს ჩემი ოც­ნე­ბა იყო. ალ­ბათ ასეა, პა­ტა­რა­ო­ბი­დან გო­გო­ნე­ბის 80% - ამა­ზე ოც­ნე­ბობს. მათ ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო, სა­მო­სი, ულა­მა­ზე­სი პა­ჩკა ხიბ­ლავთ...

ამა­ზე ოც­ნე­ბა რომ და­ვი­წყე, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­ლე­ვი­ზი­აც არ არ­სე­ბობ­და, რომ ვთქვათ, იქ მე­ნა­ხა და იქი­დან შემყვა­რე­ბო­და... რაც შე­ე­ხე­ბა თე­ატ­რში სი­ა­რულს, თე­ატ­რი ჩემ­თვის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი იყო. იქ ფი­ზი­კუ­რად არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, თო­რემ ჩემი მთე­ლი ბავ­შვო­ბა იქ გა­ვა­ტა­რე. სულ იქ ვი­ყა­ვი, იქ ვიზ­რდე­ბო­დი, დე­დაც იქ მუ­შა­ობ­და და მა­მაც. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სპექ­ტაკ­ლებ­შიც. 5 წლი­სა პი­ე­სა­ში "ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი“ გერ­მა­ნე­ლი ბიჭი გახ­ლდით. სცე­ნა­ზე დე­და­ჩე­მი ჩემი პერ­სო­ნა­ჟის დედა იყო. მამა და დედა სპექ­ტაკლში გა­ცი­ლე­ბულ წყვილს თა­მა­შობ­დნენ - თით­ქოს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იყო... მოკ­ლედ, დე­დას სხვა უყ­ვარ­და და ამ როლს რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე თა­მა­შობ­და. რო­გორც წესი, სცე­ნა­ზე ისი­ნი სულ წყვი­ლი იყ­ვნენ და სულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბე­ბი ჰქონ­დათ...

მერე "ჭინჭრა­ქა­ში“ მთვა­რე ვი­თა­მა­შე და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და ვარ, რომ ჩემი მშობ­ლე­ბის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი სა­ო­ცა­რი არ­ტის­ტე­ბი იყ­ვნენ. თე­ატ­რში "მო­ხარ­შუ­ლი“ ბავ­შვის­თვის მარ­თლა ოჯა­ხია ასე­თი სი­ტუ­ა­ცია. "ჭინჭრა­ქა­ში“ თა­მა­შობ­დნენ - დედა, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, გოგი გე­გეჭ­კო­რი, ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძე. მერე შე­იც­ვალ­ნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი და სპექ­ტაკლში შე­მო­ვიდ­ნენ - კახი კავ­სა­ძე, ელ­დარ სახ­ლთხუ­ციშ­ვი­ლი, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, რო­მელ­მაც ამ სპექ­ტაკლში ამ­პლუა შე­იც­ვა­ლა. მა­ნამ­დე სულ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი ბიჭი იყო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და. "ჭინჭრა­ქა­ში“ კი ქო­სი­კო იყო, თავ­ზე თმა არ ჰქონ­და... მოკ­ლედ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი - ჩემ­თვის სახ­ლი, ოჯა­ხი და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა. რაც მთა­ვა­რია, იყო ჩემი ბავ­შვო­ბა, რა­საც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებს. ვრცლად