"ნებისმიერ ადგილზე შეგვეძლო ცხოვრება, მაგრამ ჩემს მეუღლეს სიგიჟემდე უყვარს თავისი სოფელი, მეც ედინბურგიდან პირდაპირი პატრიკეთში გადავსახლდი" - რას ჰყვება ახალგაზრდა ექიმი?
უკვე მესამე წელია, რაც ახალგაზრდა ექიმმა, სალომე ჯაფარიძემ სიყვარულის გამო ედინბურგი მიატოვა და ქუთაისის მახლობლად, ერთ პატარა სოფელში პატრიკეთში დასახლდა.
მისი რჩეული ასევე ექიმი ონისე ნამჩევაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე წარმატებული ექიმია და ნებისმიერ ქალაქსა თუ ქვეყანაში შეუძლიათ უზრუნველი ცხოვრების მოწყობა, მამა-პაპისეულ სახლს არ ტოვებენ. როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორია მათი სიყვარულის ისტორია და ცხოვრება ერთ პატარა სოფელში? - ამის შესახებ ექიმების ონისე და სალომე თავად გვიამბობენ:
ონისე:
- ჩემს ნათესავს წამოვყევი თბილისში, ოპერაციას იკეთებდა, ოპერაციის დროს ვნახე სალომე, ძალიან მომეწონა, ძალიან, მერე შევყევი საოპერაციოში, მერე ათას მიზეზს ვიგონებდი, რომ დავლაპარაკებოდი, გამოვართვი ტელეფონის ნომერი, მერე როგორც ხდება ხოლმე... დღეს ჩემს ნათესავს ყველაფერი კარგად აქვს, მე კი მყავს ლამაზი ცოლი (იცინის).
- სალომე:
- დიახ, ჩვენი სიყვარული საოპერაციო ბლოკში დაიწყო, თუმცა მე მაშინ შოტლანდიაში გადასვლა მქონდა დაგეგმილი და მაინც არ შევცვალე გეგმები. ვიფიქრე, თუ სიყვარული ნამდვილია, ყველაფერს გაუძლებს-მეთქი... და ასეც მოხდა…
- ედინბურგიდან საქართველოს ერთ ჩვეულებრივ სოფელში გადმოსვლა და ცხოვრება არ გაგიჭირდათ?
სალომე:
- მართლა ნებისმიერ ადგილზე შეგვეძლო ცხოვრება, მაგრამ ჩემ მეუღლეს სიგიჟემდე უყვარს თავისი სოფელი, მეც ედინბურგიდან პირდაპირი პატრიკეთში გადავსახლდი და გულწრფელად გეუბნებით, საერთოდ არაფერს ვნანობ, გვერდით მყავს ადამიანი რომელიც მიყვარს და მაქვს საყვარელი საქმე. ვრცლად