74 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი კრის რეა
მომღერალი კრის რეა, რომელიც ცნობილია ჰიტებით, მათ შორის Driving Home for Christmas-ით, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი საყვარელი კრისის გარდაცვალების შესახებ.ის დღეს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ოჯახის წევრების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში, საავადმყოფოში გარდაიცვალა", - ამბობს მუსიკოსის ოჯახის პრესსპიკერი.