"პუტინსა და ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია" - დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

"პუტინსა და ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ორ ლიდერს, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია, უზარმაზარი სიძულვილი. იმედი მაქვს, რომ ამას [შეთანხმებას] მივაღწევთ. ჩვენ ვსაუბრობთ. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა რუსეთის ან უკრაინის პრეზიდენტებს, ან გეგმავს თუ არა შეთანხმების მიღწევას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

„ყველაფერს გავაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო. მინდა, რომ ეს შეწყდეს“.

"ინტერპრესნიუსი"