"ბავშვები დავტოვე და უბრალოდ წავედი, რომ..." - ქმრის ქორწილში შესრულებული ცეკვით ცნობილი ბლოგერი ავარიაში მოჰყვა: რას ჰყვება ლიმდა იბრაგიმოვა?
ჩეჩენი ბლოგერი ლიმდა იბრაგიმოვა, რომელმაც სოციალური ქსელები მას შემდეგ დაიპყრო, რაც საკუთარი ქმრის მეორე ქორწილში იცეკვა, მძიმე ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერის ავტომობილი საგრძნობლად დაზიანდა, თავად ლიმდა ფიზიკურ დაზიანებებს გადაურჩა, თუმცა როგორც ამბობს, მისი მორალური მდგომარეობა მძიმეა.
ბლოგერი, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მომხდარის დეტალებს თავად აზიარებს და აღიარებს, რომ ავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე რთული ემოციური მდგომარეობა ჰქონდა."ემოციებს ვეღარ ვერეოდი" - რა მოხდა ავარიამდე?ლიმდას თქმით, ავარიის მიზეზი მისი მძიმე ფსიქოლოგიური ფონი გახდა. ბლოგერმა, რომელიც ყოველთვის ცდილობს ძლიერი ქალის შთაბეჭდილება დატოვოს, ემოციებს ვეღარ გაუძლო:
"პირველად დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავს ემოციების გამოხატვის უფლება მივეცი.
მე არ ვარ ქვა და არც უგრძნობი ადამიანი. როგორც ჩანს, ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს და რაღაც წვრილმანი ბოლო წვეთად იქცა. ბავშვები დავტოვე და უბრალოდ წავედი, რომ გონება გამეთავისუფლებინა.