"ბავ­შვე­ბი დავ­ტო­ვე და უბ­რა­ლოდ წა­ვე­დი, რომ..." - ქმრის ქორწილში შესრულებული ცეკვით ცნობილი ბლოგერი ავარიაში მოჰყვა: რას ჰყვება ლიმდა იბრაგიმოვა? - კვირის პალიტრა

"ბავ­შვე­ბი დავ­ტო­ვე და უბ­რა­ლოდ წა­ვე­დი, რომ..." - ქმრის ქორწილში შესრულებული ცეკვით ცნობილი ბლოგერი ავარიაში მოჰყვა: რას ჰყვება ლიმდა იბრაგიმოვა?

ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რი ლიმ­და იბ­რა­გიმო­ვა, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მას შემ­დეგ და­ი­პყრო, რაც სა­კუ­თა­რი ქმრის მე­ო­რე ქორ­წილ­ში იცეკ­ვა, მძი­მე ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბლო­გე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი საგ­რძნობ­ლად და­ზი­ან­და, თა­ვად ლიმ­და ფი­ზი­კურ და­ზი­ა­ნე­ბებს გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბობს, მისი მო­რა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ბლო­გე­რი, რო­მელ­საც მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს, მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს თა­ვად აზი­ა­რებს და აღი­ა­რებს, რომ ავა­რი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე რთუ­ლი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და."ემო­ცი­ებს ვე­ღარ ვე­რე­ო­დი" - რა მოხ­და ავა­რი­ამ­დე?ლიმ­დას თქმით, ავა­რი­ის მი­ზე­ზი მისი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფონი გახ­და. ბლო­გერ­მა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ცდი­ლობს ძლი­ე­რი ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვოს, ემო­ცი­ებს ვე­ღარ გა­უძ­ლო:

"პირ­ვე­ლად დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ თავს ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი.

მე არ ვარ ქვა და არც უგ­რძნო­ბი ადა­მი­ა­ნი. რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­კა­ვებ­დი თავს და რა­ღაც წვრილ­მა­ნი ბოლო წვე­თად იქცა. ბავ­შვე­ბი დავ­ტო­ვე და უბ­რა­ლოდ წა­ვე­დი, რომ გო­ნე­ბა გა­მე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა.

წაიკითხეთ სრულად