ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი "ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავა - რა ხდება ცნობილი? - კვირის პალიტრა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი "ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავა - რა ხდება ცნობილი?

ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლეგ­რამ-არ­ხე­ბი და გა­მო­ცე­მა SOVA ავ­რცე­ლე­ბენ.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე-ფაქ­ტო გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ "ჯა­შუ­შო­ბას“ გუ­ლის­ხმობს. სა­უ­ბა­რია თით­ქოს­და ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა­სა და თბი­ლი­სის­თვის გა­და­ცე­მა­ზე.

რაში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ აქ­ტი­ვისტს?ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო შსს -ს გან­ცხა­დე­ბით, მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი "სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ აგ­რო­ვებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რი­თაც საფრ­თხეს უქ­მნი­და რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას“. ამ­ჟა­მად ის და­კა­ვე­ბუ­ლია, მათი მტკი­ცე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სხვა შე­საძ­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნას ცდი­ლობს.

და­კა­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი? - მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის პრო­ტეს­ტი და შიმ­ში­ლო­ბა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­კა­ვე­ბამ­დე ერთი დღით ადრე, 22 დე­კემ­ბერს, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ლი­დერს, ალან გაგ­ლო­ევს მი­მარ­თა. ის პი­რა­დად შეხ­ვედ­რას ითხოვ­და, უა­რის შემ­თხვე­ვა­ში კი 23 დე­კემ­ბრი­დან შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას აა­ნონ­სებ­და.

აქ­ტი­ვის­ტი აპ­რო­ტეს­ტებ­და:

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თვით­ნე­ბო­ბას;შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას;ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ბი­უ­ჯე­ტის სახ­სრე­ბის მას­შტა­ბურ და­ტა­ცე­ბას (გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­დაც­ვი­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში).ცხინ­ვალ­ში მოქ­მე­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის აზ­რით, ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მე­ა­რა­ყიშ­ვილს პრო­ტეს­ტის გამო "და­ას­წრო“.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა წინმსწრე­ბად ემოქ­მე­და. პრო­კუ­რა­ტუ­რამ წი­ნას­წარ აღ­ძრა საქ­მე, რათა თა­მარს მო­ე­დან­ზე გა­მოს­ვლა ვერ გა­ე­ბე­და,“ - წე­რენ ად­გი­ლობ­რივ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

მრა­ვალ­წლი­ა­ნი დევ­ნა

გააგრძელეთ კითხვა