ტრაგედია ბოლნისში - ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 3 შვილის დედა დაიღუპა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ბოლნისში - ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 3 შვილის დედა დაიღუპა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 3 შვილის დედა დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სახლში სააბაზანოში ყოფნისას ნახშირორჟანგის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

ბავშვები უბედური შემთხვევისას სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ არაფერია დაშავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.