საქართველოში 81 "ფერარი" მოძრაობს - მანქანების ღირებულება 280 000 დოლარიდან 550 000 დოლარამდე მერყეობს
საქართველოში, 2025 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, 81 ერთეული Ferrari მოძრაობს, აქედან 40-მა ერთეულმა პირველადი რეგისტრაცია გასულ წელს გაიარა. ყველაზე პოპულარული მოდელების ღირებულება კი 280 000 დოლარიდან 550 000 დოლარამდე მერყეობს.
საქსტატის ავტომობილების პორტალის მიხედვით, ყველაზე პოპულარული მოდელია FERRARI 296 GTB, რომლის საბაზრო ღირებულება 300 000 დოლარიდან იწყება და 400 000 დოლარამდე ადის. ფასი დამოკიდებულია კონკრეტული მოდელის გამოშვების წელზე, რაც უფრო ახალია, მისი ფასი უფრო მაღალია.
მეორე პოპულარული მოდელი, რომელიც საქართველოში 8 ერთეული მოძრაობს FERRARI 296 GTB-ია, მისი ფასიც 300 000-400 000 დოლარამდეა.
7 ერთეული FERRARI F8 TRIBUTO-ა საქართველოში რეგისტრირებული. აღნიშნული მოდელის საბაზრო ღირებულება საერთაშორისო ბაზრებზე 280 000 დოლარიდან იწყება და 307 000 დოლარამდე ადის.
კიდევ ერთი პოპულარული მოდელია FERRARI SF90 STRADALE, რომელიც საქართველოში 6 ერთეულია რეგისტრირებული. მისი საბაზრო ღირებულება 400 000 ათასი დოლარიდან იწყება და 550 000 დოლარს აღწევს.