კიდევ ერთი აფეთქება მოსკოვში - მოკლულია ორი პოლიციელი - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი აფეთქება მოსკოვში - მოკლულია ორი პოლიციელი

მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა მოსკოვში, ელეცკაიას ქუჩაზე, „პოლიციის ავტომობილთან საეჭვო პირი შენიშნეს, ხოლო როდესაც მას დასაკავებლად მიუახლოვდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოვიდა“.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქების შედეგად ეჭვმიტანილიც დაიღუპა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად, ორი პოლიციელი, ასევე მათ გვერდით მყოფი პირი გარდაიცვალა“, - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში რამდენიმე დღის წინ გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი ააფეთქეს.