"მაიამი სომხეთის დედაქალაქია" - სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი ნაირ ტიკნიზიანი
„ნობელის“ „იუთუბის“ არხზე ინტერვიუში „ცრვენა ზვეზდას“ მცველმა ნაირ ტიკნიზიანმა იმაზე ისაუბრა, როგორ მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა (ის აგრეთვე სომხეთის, რუსეთის და სერბეთის მოქალაქეა) და რატომ აირჩია სომხეთის ნაკრები.
- ახლახან, ასე მოულოდნელად, სულიერი სიკეთით აშშ-ს პასპორტს გაძლევენ. როგორ კომენტარს გააკეთებ? რაში გჭირდება აშშ-ს პასპორტი?
- იმიტომ, რომ ყოველ სომეხს, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს (იცინის).
- მივხვდი, გავიგე.
- მაიამი სომხეთის დედაქალაქია.
- გაქვს იმის შეგრძნება, რომ უკვე სერბი ხარ?
- ნაწილობრივ, ალბათ, დიახ. ამ კულტურაში, ამ ხალხში ვცხოვრობ, მაგრამ იგივე შემიძლია ვთქვა იმაზე, რომ ვგრძნობ თუ არა თავს სომეხ ან რუს ადამიანად. გასაგებია სერბეთზე ცოტა გავიხუმრე. თავს სომხური ფესვების მქონე რუსად მივიჩნევ.
- რატომ აირჩიე სომხეთის ნაკრები?
- მამასთან საუბრის, სიტუაციაზე გარედან შეხედვის და პლუს სპერციანთან ურთიერთობის შედეგად. მივხდი, თუ არჩევანს ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ გავაკეთებდი, შემეძლო მისთვის სასარგებლო ვყოფილიყავი, რაღაც მიმეცა, მეჩვენებინა სურვილი და სწრაფვა ჩვენს ნაკრებთან ერთად რაიმესთვის მიმეღწია. ეს არასოდეს მინანია, რადგან სწორი გადაწყვეტილება იყო.