ბიძინა ივანიშვილი - ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი - ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა

ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა , ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს შეხვედრა იყო გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მან და მისმა გუნდმა შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში.

"ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა შევქმენით პრეცენდენტი დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის, ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება. ისიც, რომ მოვახერხეთ და მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით,"-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თანხვედრაა იმაში, რომ ევროპა და ევროატლანტიკური გაერთინებისკენ სწრაფვა პრიორიტეტია.

"ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და საქართველო მოახერხებს გახდეს ნატოს წევრი. კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა. კარგია, რომ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომელიც მე შევუქე. ჩვენი შეხვედრა იმას ემსახურება, რომ ვართ კულტურული ერი და ჩვენ ოპონენტებს ღირსეულად ვექცევით",-დასძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ