რას ჰყვება ბებია, რომელიც შვილიშვილს 3 საათი მძევლად ჰყავდა აყვანილი - ვიდეო - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ბებია, რომელიც შვილიშვილს 3 საათი მძევლად ჰყავდა აყვანილი - ვიდეო

შვი­ლიშ­ვი­ლის მიერ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ბე­ბია იმ 3 სა­ათს იხ­სე­ნებს, რა დრო­საც მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს. ქა­ლის კო­მენ­ტარს "რუს­თა­ვი 2" აქ­ვეყ­ნებს.

ნელი კა­ღაშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, რომ შვი­ლიშ­ვილ­მა ის ღუ­მელ­თან დას­ვა, ყელ­ზე დანა მი­ა­დო და უთხრა, რომ არ გან­ძრე­უ­ლი­ყო. შე­ში­ნე­ბუ­ლი ქალი შვი­ლიშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნებს და­ე­მორ­ჩი­ლა.

3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბე­ბი­ამ არ იცო­და, რა­ტომ უკ­რძა­ლავ­და შვი­ლიშ­ვი­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბას და რა­ტომ ემუქ­რე­ბო­და და­ნით. მძევ­ლად აყ­ვა­ნის მი­ზე­ზი 76 წლის ქალ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მის­ვლამ­დე რამ­დე­ნად­მე წუ­თით ადრე გა­ი­გო. ირ­კვე­ვა, რომ გი­ორ­გი კა­ღაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი ულ­ტი­მა­ტუ­მი ჰქონ­და - ითხოვ­და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ბე­ბი­ას მოკ­ლავ­და.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ამ ოჯა­ხის წევ­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა.