"ბრალდებული მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა - კვირის პალიტრა

"ბრალდებული მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა

მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქი­ის სა­ე­პის­კო­პო­სო სა­სა­მარ­თლო აქ­ვეყ­ნებს გან­ჩი­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მო­ნა­ზო­ნი თეკ­ლა (კუბ­ლაშ­ვი­ლი) დამ­ნა­შა­ვედ ცნეს "არა­ერთ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში"

ეპარ­ქი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქი­ის სა­ე­პის­კო­პო­სო სა­სა­მარ­თლო

1.1 სა­ე­პის­კო­პო­სო სა­სა­მარ­თლოს შე­მად­გენ­ლო­ბა

თავ­მჯდო­მა­რე: მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო ეპის­კო­პო­სი გი­ორ­გი(ჯამ­დე­ლი­ა­ნი)

მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: არ­ქი­მან­დრი­ტი ზე­ნო­ნი (დად­ვა­ნი), დე­კა­ნო­ზი აკა­კი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, დე­კა­ნო­ზი ექ­ვთი­მე კურ­დღე­ლია, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნი,დე­კა­ნო­ზი მათე რო­მა­ნიშ­ვი­ლი, მღვდე­ლი პეტ­რე პეტ­რი­აშ­ვი­ლი,თორ­ნი­კე გოგ­ლი­ძე.

1.2. საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი და გან­ხილ­ვა

საქ­მე აღ­ძრუ­ლია სა­ე­პის­კო­პო­სო სა­სა­მარ­თლო­ში მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის წევრ მო­ნა­ზონ თეკ­ლას (კუბ­ლაშ­ვი­ლი) წი­ნა­აღ­მდეგ.

2025 წლის ხუთ მა­ისს,მო­ნა­ზო­ნი თეკ­ლა (კუბ­ლაშ­ვი­ლი), ურ­ჩო­ბი­სა და თვით­ნე­ბო­ბის გამო გან­ტე­ვე­ბულ-იქნა მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქი­ი­დან. ამა­ვე წლის ორ ივ­ნისს მო­ნა­ზო­ნი თეკ­ლა (კუბ­ლაშ­ვი­ლი) უკავ­შირ­დე­ბა მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პოს გი­ორ­გის (ჯამ­დე­ლი­ა­ნი) და ამ­ცნობს კონ­კრე­ტუ­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ.და­ნა­შა­უ­ლი მდგო­მა­რე­ობ­და შემ­დეგ­ში: მან მღვდელმთავ­რის და ეპარ­ქი­ის წევრ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა წი­ნა­შე სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ ერთი წლის მან­ძილ­ზე გა­და­ბი­რე­ბუ­ლი იყო კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფის მიერ და მათ­გან იღებ­და სხვა და სხვა და­ვა­ლე­ბებს.

გაჰ­ქონ­და სა­ე­პის­კო­პო­სო რე­ზი­დენ­ცი­ი­დან პრი­ვა­ტუ­ლი სა­უბ­რე­ბი და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი.ასე­ვე,მან აღი­ა­რა,რომ მას ამ­ზა­დებ­დნენ მღვდელმთავ­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის­თვის სა­წამ­ლა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით.მი­უ­ხე­და­ვად ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა, მო­ნა­ზო­ნი თეკ­ლა (კუბ­ლაშ­ვი­ლი) მა­მობ­რი­ვი შემ­წყნა­რებ­ლო­ბით ისევ იქნა მი­ღე­ბუ­ლი მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქი­ა­ში და სი­ნა­ნუ­ლის­თვის დრო­ე­ბით გაგ­ზავ­ნილ-იქნა კონ­კრე­ტულ მო­ნას­ტერ­ში, სა­ი­და­ნაც ჩვენ­თვის უც­ნო­ბი გა­რე­მო­ე­ბე­ბით აღ­მოჩ­ნდა ერში, სა­დაც იგი მის მი­ერ­ვე მხი­ლე­ბულ დამ­ნა­შა­ვე­თა ჯგუფს შე­უ­ერ­თდა, ვი­თარ­ცა “ძაღ­ლი მი­ექ­ცა ნა­თხე­ვარ­სა თვის­სა და ღორი ინ­წუ­ბა სან­გო­რელ­სა მწვი­რი­სა­სა.”(პეტრ.ll-22).

გააგრძელეთ კითხვა