უკრაინელების ახალი სუპერთავდაცვითი ზღუდეები - შეაჩერებს თუ არა ეს პუტინის არმიას?! - კვირის პალიტრა

უკრაინელების ახალი სუპერთავდაცვითი ზღუდეები - შეაჩერებს თუ არა ეს პუტინის არმიას?!

რამდენად შეაჩერებს რუს ოკუპანტებს უკრაინელების ახალი სუპერთავდაცვითი ზღუდეები?

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არც ახალი წლეების დღეებში შეჩერდება...

უკრაინული კონტრშეტევითი ოპერაცია კუპიანსკის გასანთავისუფლებლად ნელა, მაგრამ წინ მიიწევს, რაზეც მეტყველებს თუნდაც რუსი სამხედრო ბლოგერების პანიკური პოსტები იმის თაობაზე, რომ დიდი დანაკარგის ფასად, რამდენიმე დღით დაპყრობილი კუპიანსკიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაყოფებს გამოქცევა უწევთ...

სამაგიეროდ,უკრაინის არმიის სარდლობა იძულებული ხდება სივერსკიდან გამოიყვანოს თავისი შენაერთები, მათი ალყაში მოხვედრის არდასაშვებად, არადა სივერსკიდან პირდაპირი ხაზით სლოვიანსკამდე 30-იოდე, ხოლო კრამატორსკამდე კი 36 კმ-ღაა დარჩენილი. ეს დონბასის ის ბოლო ორი დიდი უკრაინული ქალაქია, რომელთა დაპყრობაც ასე სურს პუტინს, რომ დონბასი სრულად ოკუპირებულად ჩათვალოს...

1-tav-1766654350.png

პოკროვსკი რუს ოკუპანტებს ბოლომდე დაპყრობილი არ აქვთ, თუმცა მის მეზობლად მდებარე მირნოგრადი ფაქტობრივად ალყაშია...

ცალკე პრობლემები აქვთ ფრონტის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილების გადაკვეთასთან მდებარე ქალაქ გულიაპოლეს დამცველებსაც...

როგორც ჩანს, მომავალ, 2026 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების ძირითადი შეტევების მიმართულებები იქნება სამხრეთიდან ქალაქ ზაპოროჟიესკენ, ხოლო აღმოსავლეთიდან კი პავლოგრადისა და დნიპროსკენ გაჭრა...

2-tav-1766654349.png
უკრაინის იმედი-ასეულობით კმ-ზე გადაჭიმული 150 მ სიგანის კომპლექსური თავდაცვითი ზღუდეების ხაზი, რომელიც შედგება სამი ტანკსაწინააღმდეგო თხრილისგან, სამი რიგი ტანკსაწინააღმდეგო „დრაკონის კბილებისგან“ და 21 რიგი მავთულხლართისგან...

პუტინის არმიის შესაჩერებლად კი ამ შეტევსაშიშ მიმართულებებზე უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაწყებული აქვს(ზოგან დაამთავრა კიდეც) სუპერთავდაცვითი ზღუდეების აგება.

სიტყვა-სუპერთავდაცვითი, შემთხვევით არ გამოვიყენეთ, რადგან უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიგალმა გამოაქვეყნა ოთხწუთიანი ვიდეორგოლი, გადაღებული ამ ახალი თავდაცვითი ზღუდის თავზე მფრინავი დრონიდან და ნანახი იძლევა ამის თქმის უფლებას...

ეს არის ასეულობით კმ-ზე გადაჭიმული 150 მ სიგანის კომპლექსური თავდაცვითი ზღუდეების ხაზი, რომელიც შედგება სამი ტანკსაწინააღმდეგო თხრილისგან, სამი რიგი ტანკსაწინააღმდეგო „დრაკონის კბილებისგან“ და 21 რიგი მავთულხლართისგან!

ვიდეოკადრებში, რა თქმა უნდა არ მოჩანს ამ თავდაცვითი ზღუდის წინ მოწყობილი, მიწაში ჩაფლული ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ველიც...

3-tav-1766654349.png
„დრაკონის კბილები“ Т-55 ტიპის ტანკის შესაჩერებლად...

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში აგებულია 3 ათასი კმ სიგრძის ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, ათასი კმ-ის „დრაკონის კბილები“(რკინაბეტონის პირამიდები), 16 ათასი კმ-ის მავთულხლართები, 2 300 ერთეული საოცეულო თავდაცვითი პუნქტი და 4,3 კმ სიგრძის ფარული წინააღმდეგობები.

ფაქტობრივად, უკრაინამ შექმნა ისეთივე თავდაცვითი ზღუდე, როგორიც მოაწყო ოკუპანტმა რუსეთმა „სუროვიკინის თავდაცვითი ზღუდის“ სახით სამხრეთ ფრონტზე, რომლის გადალახვა ვერ შეძლო უკრაინის არმიამ 2023 წლის ზაფხულის ყველაზე ფართომასშტაბიანი კონტრშეტევითი ოპერაციის დროს და ვერ მოახერხა გაჭრა მელიტოპოლისა და ბერდიანსკის გავლით აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად...

რამდენად ეფექტურად დაიცავს უკრაინას ახალი თავდაცვითი ზღუდეები აგრესორი რუსეთის მომავალი წლის შეტევებისგან?

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ფრონტის მიმართულებაზე ანუ დონბასში უკრაინის დამცველებს აქამდეც ჰქონდათ მოწყობილი თავდაცვითი ზღუდეები, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების საფარქვეშ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო დონბასის ოკუპაცია.

4-tav-1766654349.jpg
ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული აქტიურად იყენებდნენ თავდაცვაში მდგარი ქვეყნების არმიები...

სწორედ ამ თავდაცვითი ზღუდეების დამსახურებაა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკვე ოკუპირებული დონეცკიდან პოკროვსკამდე 50-იოდე კმ-ის მძიმე ბრძოლებით გადასალახავად, 2022 წლის თებერვლიდან სამ წელზე მეტი დასჭირდათ...

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ და როგორ ააფეთქეს რუსული შავი ზღვის „გველეშაპი“ - უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები

"ტრამპის სუპერხომალდები" - ამერიკის პრეზიდენტის მორიგი იმპერატორული ამბიციები

ნადირობა რუს გენერლებზე: კობზონთან კიდევ ერთი მაღალჩინოსანი "გაფრინდა" - როგორ აკითხავთ სახლში რუს დამნაშავეებს უკრაინული შურისძიება

ნადირობა რუს გენერლებზე: კობზონთან კიდევ ერთი მაღალჩინოსანი "გაფრინდა" - როგორ აკითხავთ სახლში რუს დამნაშავეებს უკრაინული შურისძიება

მაგრამ, დონბასში მოწყობილი უკრაინული თავდაცვითი ზღუდეების ნაწილი დაეცა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის ავიაციის მხრიდან პლანირებისა და მართვის უნივერსალური მოდულებით აღჭურვილი 500, 1 500 და მითუმეტეს 3 ათასი კგ კალიბრის საავიციო ბომბების მასიურმა გამოყენებამ.

თუმცა, ასევე იყო სხვა, არანაკლები პრობლემაც-უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის კატასტროფული სიმცირე ამ თავდაცვითი ზღუდეების გაკონტროლებისას, რითაც სარგებლობდა რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა და 2-4 კაციან მცირერიცხოვან, მაგრამ მრავალ ჯგუფებს ფარულად აპარებდა ამ თავდაცვით ზღუდეების ზურგში...

უკრაინული ახალი, სუპერთავდაცვითი ზღუდეების აგების ვიზუალური მხარე იმაზე მიანიშნებს, რომ ის თავიდანვე გათვლილია შედარებით მცირე რაოდენობის პირადი შემადგენლობის მხრიდან გაკონტროლებაზე და მთავარი აქცენტი გადატანილია საინჟინრო თავდაცვით მოწყობილობებზე...

ვიდეო: უკრაინის ახალი თავდაცვითი ზღუდის თავზე მფრენი დრონიდან გადაღებული ვიდეოკადრები...