"მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას" - მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას ესპანეთში ჩააკითხა
ქართული სპორტის ორი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია, 2025 წელს მეგობრობის მაგალითით ასრულებენ - მიუხედავად იმისა, რომ ორივესთვის ბოლო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და რთული აღმოჩნდა, "მანქანა" და "მატადორი" ერთმანეთის გასამხნევებლად გაერთიანდნენ.
მეგობრული მხარდაჭერა მადრიდის ქუჩებშიმას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ პირადი მიზეზების გამო სპორტული პაუზა აიღო, მერაბ დვალიშვილი დროს არ კარგავს და მეგობრის მოსანახულებლად ესპანეთში ჩავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დროს ნაწილს ერთად ატარებენ.
ჩემპიონები ფორმას მადრიდის სპორტულ დარბაზებში ინარჩუნებენ და ესპანეთის დედაქალაქის ქუჩებში ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან.
დამარცხების მიუხედავად - წლის საუკეთესო!
საინტერესოა, რომ მერაბ დვალიშვილს სახეზე კვლავ ეტყობა რამდენიმე კვირის წინ, UFC 323-ზე პეტრ იანთან ბრძოლის კვალი. მიუხედავად იმისა, რომ მერაბმა საჩემპიონო ქამარი დაკარგა, მისმა ფენომენალურმა წელმა და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო - MMA Junkie-მ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად დაასახელა.
რა ხდება ილიას თავს?