"ვნახეთ ზელენსკის უცნაური საშობაო მიმართვა: უკულტურო, გაბოროტებული - ის ნაკლებად ადეკვატურ ადამიანს ჰგავს" - დიმიტრი პესკოვი - კვირის პალიტრა

"ვნახეთ ზელენსკის უცნაური საშობაო მიმართვა: უკულტურო, გაბოროტებული - ის ნაკლებად ადეკვატურ ადამიანს ჰგავს" - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა უკულტურო და გაბოროტებული იყო.

„ჩვენ ვნახეთ ზელენსკის მართლაც უცნაური საშობაო მიმართვის შესახებ ინფორმაცია. უკულტურო, გაბოროტებული - ზელენსკი ნაკლებად ადეკვატურ ადამიანს ჰგავს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვაში განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა ერთი ადამიანის სიკვდილზე ოცნებობს.

„დღეს ყველას ერთი ოცნება და ერთი სურვილი გვაქვს: დაე, ის დაიღუპოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. კომენტარი რუსეთის პრეზიდენტზე მინიშნებად აღიქვეს.

"ინტერპრესნიუსი"