არასამთავრობოებმა ომბუდსმენის კანდიდატურად თამარ გურჩიანი დაასახელეს - კვირის პალიტრა

არასამთავრობოებმა ომბუდსმენის კანდიდატურად თამარ გურჩიანი დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების დიდმა ნაწილმა სახალხო დამცველის პოსტზე საია-ს წევრის, თამარ გურჩიანის კანდიდატურა დაასახელა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა გაბაცხადა.

"არასამთავრობოები, რომლებიც ვმუშაობთ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე, რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ შევჯერდით სახალხო დამცველის კანდიდატზე. გვინდა ახალი მოწვევის პარლამენტს ამ პოსტზე თამარ გურჩიანის კანდიდატურა წარვუდგინოთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

არასამთავრობოების განმარტებით, გურჩიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დიდი გამოცდილებისა და სამართალმცოდნეობის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის გამო შეირჩა.

თამარ გურჩიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით პარლამენტისადმი მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების 40-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს.