"მე ასეთი დედის გაზრდილი ვარ" - რა ისტორია გაიხსენა ანრი ჯოხაძემ დედაზე საუბრისას - კვირის პალიტრა

"მე ასეთი დედის გაზრდილი ვარ" - რა ისტორია გაიხსენა ანრი ჯოხაძემ დედაზე საუბრისას

ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა:

მაია ასათიანის გადაცემაში ანრი ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებდა დედაზე საუბრისას:

"დედაჩემისგან არ მახსოვს სხვა ქალი გაელანძღოს ... ცნობილი ამბავია, როცა დაიწვა რუსთაველის გამზირი ომიანობის დროს და მის მეგობარს დაეწვა სახლი, უნდა მივსულიყავით სტუმრად, ბავშვი ვიყავი და მინდოდა სულ ლამაზად სცმოდა, ძვირფასი ქურქი ჰქონდა და ვეუბნები, დედა, ეს ჩაიცვი, მომიტრიალდა და მითხრა:"შენ რა გინდა, რომ ჩემ მეგობართან, რომელსაც ყველაფერი დაეწვა, რა ვაჩვენო?!" - ეს ჩემთვის იმხელა გაკვეთილი იყო, ჩაიცვა უსახური რაღაც, თავისი სამოსები ჩაულაგა და მიუტანა, მე ასეთი დედის გაზრდილი ვარ.