"რეზო და ბავშვები“ - 20 000 ლარი, "კახაბერი და ხანუმები“ - 20 000 ლარი, ზვიად ბოლქვაძის ბენდი - 23 420 ლარი" - ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია - ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით თბილისსა და ბათუმში?
2025 წლის მიწურულს საქართველო განსაკუთრებულად ხმაურიანი და ძვირადღირებული საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება. თბილისის მერიამ უკვე გაასაჯაროვა გეგმები, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში "საახალწლო ქალაქი" 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს სტუმრებს.
საახალწლო ატმოსფეროს შესაქმნელად ბიუჯეტიდან, ჯამში, 8 280 000 ლარი დაიხარჯება.
რა დაჯდება თბილისური ახალი წელი?მერიის მიერ გამოყოფილი სოლიდური თანხა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე ნაწილდება:
საახალწლო სოფლის მოწყობა და ყინულის მოედანი: ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი, რომლის მონტაჟი და ექსპლუატაცია სპეციალურ ბიუჯეტს მოითხოვს. უშუალოდ კონცერტები: 1 000 000 ლარზე მეტი;საორგანიზაციო ხარჯები: 49 072 ლარი;მოძრავი ორკესტრი, მეცეცხლები და ელექტრონული შოუები: 349 372 ლარი.
რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბენდები?წელს ჰონორარების მხრივ რეკორდსმენი ჯგუფი "ურსა“ გახდა, რომელიც ბიუჯეტიდან 30 000 ლარს მიიღებს. მათ არც ისე ბევრით ჩამორჩება "ღამის შოუს“ ბენდი - 26 021 ლარით.
ბენდებისა და ანსამბლების ჰონორარები:ზვიად ბოლქვაძის ბენდი - 23 420 ლარი"
რეზო და ბავშვები“ - 20 000 ლარი
"კახაბერი და ხანუმები“ - 20 000 ლარი
ჯგუფი "ქუჩის ბიჭები“, "
New One“, "Goofy Land“, "სინთეზი“ — 15 000 ლარი (თითოეულს).
75 მომღერლის "სტანდარტული" ჰონორარი2 და 6 იანვარს თბილისში დაგეგმილია მასშტაბური კონცერტები, სადაც 75 სოლო შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანის ანაზღაურება 1952 ლარით განისაზღვრა.
ვინ იქნებიან წამყვანები?