"არასოდეს მიფიქრია პოლიტიკაში მოსვლაზე, მაგრამ უამრავი წინადადება მქონდა. ბევრი თანამდებობაც შემოუთავაზებიათ, მაგრამ..." - თემურ ჭყონია - კვირის პალიტრა

"არასოდეს მიფიქრია პოლიტიკაში მოსვლაზე, მაგრამ უამრავი წინადადება მქონდა. ბევრი თანამდებობაც შემოუთავაზებიათ, მაგრამ..." - თემურ ჭყონია

"არასოდეს მიფიქრია, მაგრამ უამრავი წინადადება მქონდა. ბევრი თანამდებობაც შემოუთავაზებიათ, მაგრამ არასოდეს მიზიდავდა ეს, რადგან პირველ რიგში ჩემ თავზე არ მქონია ასეთი წარმოდგენა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" საახალწლო გადაცემაში "საქმე" განაცხადა კითხვაზე, უფიქრია თუ არა პოლიტიკაში მოსვლა.

"მეორე რიგში, თემებს, რომელსაც ვაკეთებ, გაცილებით საინტერესოდ ვხედავ. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და პარლამენტში შესვლით მომიწევდა ამ ყველაფერზე უარის თქმა. მესამე და უმთავრესი, ჩემს მეუღლესთან, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, პირობა მაქვს მიცემული, რომ პოლიტიკას არ გავეკარები", - ამბობს ჭყონია.

წამყვანის რეპლიკაზე "თუმცა, ხშირად გეკითხებიან აზრს პოლიტიკურ თემებზე და ანგარიშსაც უწევენ თქვენს ნათქვამს..." თემურ ჭყონია პასუხობს:"კი, მაგრამ ბოლომდე არა. ხშირ შემთხვევაში შეიძლება მართალს ვამბობდე, უსმენენ, მაგრამ არ მიჯერებენ".

წაიკითხე ვრცლად: „ჩემთან კონტაქტი მარტივია, ხალხი მიყვარს ძალიან - იმედია, მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიცაა ჩვენი ქვეყანა“ - თემურ ჭყონია