აღმოაჩინეთ ბინები საახალწლო ლიმიტირებული კოლექციიდან - აპარტ ჯგუფის საახალწლო შეთავაზება!
წარმოიდგინეთ ძველი თბილისის ვიწრო ქუჩები, ხის რიკულებიანი აივნები, ძველი სადარბაზოები და ნაღდი, თბილისური ეზოები - თუკი ამ გარემოში ცხოვრება ყოველთვის გსურდათ, მაშინ აპარტ ჯგუფის საახალწლო აქციას და ბინებს, ლიმიტირებული კოლექციიდან, აუცილებლად უნდა გაეცნოთ.
კოლექცია მოიცავს მხოლოდ 25 გამორჩეული გეგმარების ბინას, თითოეულზე ინდივიდუალური, განსაკუთრებული შეთავაზებით.
ფასდაკლების მაქსიმალური ოდენობა 135 000 ლარამდეა, რაც უპრეცედენტო პირობებია კომპანიის ისტორიაში. ეს შეთავაზება განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის პროექტს როგორც საცხოვრებლად, ისე - საინვესტიციოდ. ძველი თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ზონაში განთავსებული ბინები გამოირჩევა მაღალი მოთხოვნითა და სტაბილური და მზარდი შემოსავლის პოტენციალით.
კოლექციაში წარმოდგენილია 1 და 2-საძინებლიანი ბინები, ასევე 3-საძინებლიანი პენტჰაუსები - ფართო ტერასებითა და უნიკალური ხედებით მთაწმინდაზე. Old City Panorama წარმოადგენს ბუტიკური ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს, და აერთიანებს 2 ფაზას, სადაც გათვალისწინებულია:
· აუზი და სპა ზონა
· ფიტნესი
· გამწვანებული მყუდრო ეზო
· უსაფრთხოება 24/7
· მიწისქვეშა ავტოსადგომები
· კაფე-რესტორნები
· სხვა პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურა
· კონსიერჟის სერვისი
პროექტის პირველი ფაზა, Old City Panorama 1 დასრულებული და შესახლებულია, ხოლო მეორე ფაზის სამშენებლო სამუშაოები 11 თვეში დასრულდება.
შეთავაზება ძალაშია 20 იანვრამდე და ვრცელდება როგორც ერთიანი გადახდით, ისე - შიდა განვადებით შეძენისას.
შეთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: https://apartgroup.com/contacts/
(R)