"დიდი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას!" - რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ ახალი წლის დღეებში პიროტექნიკისგან დაზიანება არ მიიღოთ - გუგა ქაშიბაძის რჩევები - კვირის პალიტრა

"დიდი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას!" - რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ ახალი წლის დღეებში პიროტექნიკისგან დაზიანება არ მიიღოთ - გუგა ქაშიბაძის რჩევები

ზამ­თარ­ში სე­ზო­ნუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას აწყდე­ბი­ან. უმე­ტე­სო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის გამო ხდე­ბა. რა პრობ­ლე­მე­ბია ეს, რო­დის და რა­ტომ ხდე­ბა ისი­ნი - ამ სა­კი­თხებ­ზე დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა გუგა ქა­ში­ბა­ძემ Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ პრო­ექ­ტში „სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“ დაწ­ვრი­ლე­ბით ისა­უბ­რა.

- მოყი­ნუ­ლი კი­დუ­რე­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტი გა­კი­თხავთ და რა რის­კებს შე­ი­ცავს ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი?

- მოყინ­ვა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბაა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­თან ხში­რი არ არის, თუმ­ცა წე­ლი­წა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ პრობ­ლე­მით, 20-30 პა­ცი­ენ­ტი გვყავს ხოლ­მე და ესე­ნი ძი­რი­თა­დად ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში არი­ან. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ნუს გრა­დუ­სი იყოს, რომ მოყინ­ვა მი­ვი­ღოთ. არა­და, +3-5 გრა­დუს­ზეც, როცა მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბაა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს, რაც ძი­რი­თა­დად ალ­პი­ნის­ტებ­ში, მო­ნა­დი­რე­ებ­სა და უსახ­ლკა­რო­ებ­ში გვხდე­ბა.

როცა ადა­მი­ა­ნებს გა­რეთ და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უწევთ გა­თე­ნე­ბა, ეს ზოგ­ჯერ კი­დუ­რე­ბის და თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­ი­თაც მთავ­რდე­ბა. ამი­ტომ ზემო და ქვე­მო კი­დუ­რე­ბის­თვის ეს სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბაა. ბევ­რი რამ იმა­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა დრო­ის გა­ტა­რე­ბა უწევთ ადა­მი­ა­ნებს გა­რეთ სი­ცი­ვე­სა და ყინ­ვა­ში. გააგრძელეთ