"ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა გუნდებმა სტრატეგიაზე ისაუბრონ - როგორ ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ მშვიდობას" - ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირის პალიტრა

"ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა გუნდებმა სტრატეგიაზე ისაუბრონ - როგორ ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ მშვიდობას" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ მშვიდობა რაც შეიძლება მალე იქნება მიღწეული.

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის წინ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყურადღება 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასა და შეთანხმების თანმიმდევრობაზე გამახვილდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდებმა სტრატეგიაზე ისაუბრონ - როგორ ვიმოქმედოთ ეტაპობრივად და მივაღწიოთ მშვიდობას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ გეგმის დაახლოებით 90% გუნდებმა განიხილეს.