მწარე და ტრაგიკული რეალობა: ომი არ შეჩერდება - ერთადერთი გზა, რომელიც პუტინს აგრესიის შეწყვეტას აიძულებს?!
წლის ბოლო მოლაპარაკებაც უშედეგოდ დამთავრდა - ომი არ შეჩერდება...
შედგა ორმხრივი შეხვედრა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმაც და ზელენსკიმაც ეს მოლაპარაკებები „ძალიან წარმატებულად“ დაახასიათეს, მთავარი შედეგი არ დადგა-ომი უკრაინაში არ შეჩერდება...
28 დეკემბრის ფლორიდის შეხვედრის წინ პესიმისტური განწყობდა სუფევდა იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლოს მაინც მოხერხდება რუსეთ-უკრაინის ომის დროებით შეჩერება და სამწუხაროდ ეს პროგნოზი გამართლდა-უკრაინა მეოთხე ახალ წელს, 2022 წლის რუსული ღია სამხედრო თავდასხმიდან და მეთორმეტე ახალ წელს, 2014 წლის „შენიღბული“ რუსული აგრესიიდან მოყოლებული, ისევ ომში ხვდება...
არადა, ტრამპის სამსაათიანი საუბარი ზელენსკისთან, თითქოს მშვენივრად წარიმართა(ა.წ.-ის თებერვლის შეხვედრიდან განსხვავებით თეთრ სახლში), რაზეც მეტყველებს თავად ტრამპის კომენტარი-„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ... ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში … ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას, თითქმის 95%-მდე… რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ“.
თავის მხრივ ზელენსკიც ალაპარაკდა შეთანხმებული პუნქტების პროცენტულ მაჩვენებელზე-„განვიხილეთ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „ყველა ასპექტი“... „საერთო ჯამში, გეგმის 90%-ზე შეთანხმება მიღწეულია, შეერთებული შტატები და უკრაინა 100%-ით შეთანხმდნენ უსაფრთხოების გარანტიებსა და სამხედრო საკითხებზე“.
მაგრამ, რომელია ის დარჩენილი 5 თუ 10 %-ი,რის გამოც ვერ ხერხდება საბოლოო შეთანხმების მიღწევა?
როგორც მოსალოდნელი გახლდათ,ეს არის დონბასის თემა, რომლის დარჩენილ 20%-მდე არაოკუპირებული ტერიტორიის უბრძოლველად გადაცემას ითხოვს რუსეთი, რასაც უკრაინა, ბუნებრივია არ ეთანხმება...
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფლორიდაში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა -„თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს. ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიას, რომელსაც ვაკონტროლებთ, ჩვენ შეგვიძლია რეფერენდუმის ჩატარება ამ გეგმის ნებისმიერ პუნქტზე...რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს. ეს მათი მიწაა და არა ერთი ადამიანის. ეს ჩვენი ერის მიწაა მრავალი თაობის მანძილზე“.
ტრამპიც ადასტურებს, რომ -„ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება…ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას… რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ...“
„ერთ ან ორ რთულ საკითხში“-აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა, როგორც დონბასის თემას, ისე სავარაუდოდ, ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემდგომ ბედს, რომელიც ომის დაწყებიდან ოკუპირებული აქვს რუსეთს და მისი გამოყენება სურს ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად და დიდი ფინანსური მოგების მისაღებად.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინს ლუკაშენკოსთვის „ორეშნიკი“ მხოლოდ ოთხ კმ-ზე „შეუწევია“...
შეძლებს თუ არა უკრაინის არმია მეორედ კუპიანსკის სრულ დეოკუპაციას?!
უკრაინელების ახალი სუპერთავდაცვითი ზღუდეები - შეაჩერებს თუ არა ეს პუტინის არმიას?!
რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე წლის ბოლო მოლაპარაკებამაც კიდევ ერთხელ აჩვენა-ამ საშინელი ომის შეჩერება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ის დაიწყო ანუ პუტინს, რადგან უკრაინას გასაგები მიზეზების გამო არ გააჩნია იმ დონის სამხედრო ძალა, რომ ფრონტის ხაზზე დაამარცხოს რუსეთის საოკუპაციო ძალები, ხოლო დასავლეთს კი არ შეუძლია ან არ სურს,რომ მართლაც მკაცრი და შესრულებადი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებით აგრესორი რუსეთის ეკონომიკა ისეთ კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ კრემლს ომის გაგრძელების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუსუსტდეს...
როდესაც ტრამპი მეორედ გაპრეზიდენტებამდე იქადნებოდა, რომ „ერთი სატელეფონო ზარით ერთ დღეში შეაჩერებდა რუსეთ-უკრაინის ომს“, ის შეიძლებდა ფიქრობდა,რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთვის ერთი „დაცაცხანებაც“ საკმარისი გახდებოდა, რომ ის ყველაფერზე დაყაბულებოდა(რაშიც ტრამპი ასევე შეცდა), მაგრამ პუტინის ფიგურა მან თავიდანვე არასწორად შეაფასა-კრემლის ბინადარი დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებს არ მიიჩნევს თავის ტოლ პოლიტიკურ მოღვაწეებად და თავის თავს მათზე მაღლა აყენებს(შეიძლება იმიტომაც, რომ რუსული დაზვერვის მეშვეობით ძალზე ბევრი რამ იცის მათი პირადი ცხოვრების საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე), შესაბამისად პუტინი დასავლეთს არაფერში დაუთმობს და მას მხოლოდ მაშინ გაუჭირდება, როდესაც რუსეთის ეკონომიკა ჩამოშლის პირას აღმოჩნდება...