"ამინდი...საქართველო...თბილისი...ფილმები" - რას ეძებდნენ Google-ში ყველაზე ხშირად საქართველოდან 2025 წელს - კვირის პალიტრა

"ამინდი...საქართველო...თბილისი...ფილმები" - რას ეძებდნენ Google-ში ყველაზე ხშირად საქართველოდან 2025 წელს

2025 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად ამინდის შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ.

Google Trends-ის მონაცემების თანახმად, ტოპ ძიებებს შორის მოსალოდნელ ამინდზე ინფორმაცია პირველ ადგილზეა. წლის განმავლობაში, საქართველოში ასევე ხშირად ფიქსირდებოდა თარგმნისთვის დამხმარე საშუალების მოძიების შემთხვევები.

მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში ინფორმაციას ძირითადად 3 ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად იძიებდნენ.

მიმდინარე წლის ტოპ საძიებო თემების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ამინდი;

თარგმნა;

საქართველო;

თბილისი;

ფილმები;

youtube;

google;

ქართული ლარი;

ბათუმი;

დიდი ბრიტანეთის ლარი.

განაგრძე კითხვა