"ამინდი...საქართველო...თბილისი...ფილმები" - რას ეძებდნენ Google-ში ყველაზე ხშირად საქართველოდან 2025 წელს
2025 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად ამინდის შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ.
Google Trends-ის მონაცემების თანახმად, ტოპ ძიებებს შორის მოსალოდნელ ამინდზე ინფორმაცია პირველ ადგილზეა. წლის განმავლობაში, საქართველოში ასევე ხშირად ფიქსირდებოდა თარგმნისთვის დამხმარე საშუალების მოძიების შემთხვევები.
მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში ინფორმაციას ძირითადად 3 ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად იძიებდნენ.
მიმდინარე წლის ტოპ საძიებო თემების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ამინდი;
თარგმნა;
საქართველო;
თბილისი;
ფილმები;
youtube;
google;
ქართული ლარი;
ბათუმი;
დიდი ბრიტანეთის ლარი.