უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთსა და სამეგრელოში - კვირის პალიტრა

უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთსა და სამეგრელოში

კომ­პა­ნია "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს დი­ლი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უა­მინ­დო­ბამ მა­ღა­ლი და და­ბა­ლი ძაბ­ვე­ბის ელექტრო­ქ­სე­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ამის შე­სა­ხებ „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს."ამ წუ­თებ­ში "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. კომ­პა­ნი­ის და­მა­ტე­ბი­თი ბრი­გა­დე­ბი და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან უკვე ჩა­სუ­ლე­ბი არი­ან და­ზი­ა­ნე­ბის ად­გი­ლებ­ზე.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა იმე­რე­თის და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნებ­შია. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლი ჰქონ­და რკი­ნიგ­ზას. რი­კო­თის მო­ნაკ­ვე­თი უკვე აღ­დგე­ნი­ლია, თუმ­ცა, ქუ­თა­ის­თან სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ჩე­რე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დრო­უ­ლად აღუდ­გე­ბა.

"ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს იქამ­დე, სა­ნამ სრუ­ლად არ აღ­დგე­ბა ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.