რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარზე?
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
"პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით პრეზიდენტ პუტინთან პოზიტიური სატელეფონო საუბარი დაასრულა“, - წერს ლევიტი X-ზე.
ცნობისთვის, ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მეორე სატელეფონო საუბარია.
"ინტერპრესნიუსი"