რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარზე? - კვირის პალიტრა

რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარზე?

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით პრეზიდენტ პუტინთან პოზიტიური სატელეფონო საუბარი დაასრულა“, - წერს ლევიტი X-ზე.

ცნობისთვის, ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მეორე სატელეფონო საუბარია.

"ინტერპრესნიუსი"