ცხინვალის იზოლატორში მყოფი თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა - მან წყლისა და მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა - კვირის პალიტრა

ცხინვალის იზოლატორში მყოფი თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა - მან წყლისა და მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა

ცხინვალის იზოლატორში მყოფი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა - მან წყლისა და მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" მეარაყიშვილის ადვოკატზე ალან ბაზაევზე დაყდრნობით ავრცელებს.

"ნორმალურად საუბრობს, თუმცა გარეგნულად ეტყობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის. მისი თქმით, 10 კილოგრამი დაიკლო", - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ცდილობს, რომ თამარ მეარაყიშვილი შიმშილობის შეწყვეტაზე დაითანხმოს, თუმცა ის კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ უდანაშაულოა. მეარაყიშვილის თქმით, ის ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის პირადი პატიმარია.

თამარ მეარაყიშვილი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.