ლეგენდარული "Santa Baby"-ის 100 წლის კომპოზიტორის მილოცვა და ინტერვიუ მის ქალიშვილთან: "სა­ქარ­თვე­ლო სა­ო­ცა­რი და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გზით აღ­მო­ვა­ჩი­ნე" - კვირის პალიტრა

ლეგენდარული "Santa Baby"-ის 100 წლის კომპოზიტორის მილოცვა და ინტერვიუ მის ქალიშვილთან: "სა­ქარ­თვე­ლო სა­ო­ცა­რი და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გზით აღ­მო­ვა­ჩი­ნე"

73 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ რაც ამე­რი­კელ­მა მომ­ღე­რალ­მა ერთა კიტ­მა სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რა "სან­ტა ბე­ი­ბი“ შე­ას­რუ­ლა. 22 წლის ფი­ლიპ სპრინ­გე­რი ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მისი და­წე­რი­ლი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს მცხუნ­ვა­რე დღე­ებ­ში შექ­მნა, სა­ა­ხალ­წლო ჰიტი გახ­დე­ბო­და და დრო­თა ჟამ­თას­ვლას გა­უძ­ლებ­და. დღეს, ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სის პე­რი­ოდ­ში "სან­ტა ბე­ი­ბის" ჰან­გე­ბი ის­მის, უკვე 100 წლის კომ­პო­ზი­ტო­რი კი კვლავ ყო­ველ­დღი­უ­რად უკ­რავს და მუ­სი­კას კვლავ ქმნის. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა 550-ზე მეტ ნა­წარ­მო­ებს ით­ვლის. 23 ივ­ნისს ჰო­ლი­ვუდ­ში ფი­ლიპ სპრინ­გე­რის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, ფილ­მი სა­ხელ­წო­დე­ბით "More Than Santa Baby" უკვე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ფეს­ტი­ვა­ლებ­ში და უკვე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბის მფლო­ბე­ლიც გახ­და. ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კი გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ ფილმში მცი­რე ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­საც ეთ­მო­ბა. მას­ში ამ ლე­გენ­და­რულ სიმ­ღე­რა­ზე ამ სტა­ტი­ის ავ­ტო­რი - ნინო წი­ფუ­რია სა­უბ­რობს. რო­გორ მოხ­ვდა ჰო­ლი­ვუ­დის ლე­გენ­დად წო­დე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის შე­სა­ხებ ფილმში სა­ქარ­თვე­ლო, ამის შე­სა­ხებ თა­ვად ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ფი­ლიპ სპრინ­გე­რის შვი­ლი - თა­მარ სპრინ­გე­რი გი­ამ­ბობთ.

"არას­დროს არ არის გვი­ან“

- ერთ დღეს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი მა­მა­ჩე­მის - ფი­ლიპ სპრინ­გე­რის ნივ­თებს, ჩა­ნა­წე­რებს, ფო­ტო­ებ­სა და დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას, მინ­დო­და მისი კა­რი­ე­რის არ­ქი­ვის შექ­მნა. იმ­დენ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას წა­ვა­წყდი არ­ქივ­ში ქექ­ვი­სას, რომ გა­ვი­ფიქ­რე - ეს ხომ უკვე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მია - მეთ­ქი. სწო­რედ მა­შინ მივ­ხვდი, რომ დად­გა დრო გა­და­მე­ღო ფილ­მი მა­მა­ჩემ­ზე- "Santa Baby“-ს კომ­პო­ზი­ტორ ფი­ლიპ სპრინ­გერ­ზე, მის ცხოვ­რე­ბა­ზე, კა­რი­ე­რა­სა და მუ­სი­კა­ზე. ძა­ლი­ან მინ­დო­და მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა მა­მა­ჩე­მის უზარ­მა­ზა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და მისი სა­ო­ცა­რი გზა მუ­სი­კის ინ­დუსტრი­ა­ში - 1940-იანი წლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, 1970-იანი წლე­ბის ჰო­ლი­ვუ­დამ­დე და მის შემ­დგომ პე­რი­ო­დამ­დე, რო­დე­საც კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ეტაპს მი­აღ­წია. მა­მა­ჩე­მის მუ­სი­კა ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს აღი­ა­რე­ბას. მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავ­დი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იბ­რძო­და, რომ მის ლა­მაზ მუ­სი­კას დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი და­ფა­სე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. მას ყო­ველ­თვის სურ­და, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბის აღი­ა­რე­ბა მხო­ლოდ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სა­შო­ბაო ჰი­ტით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლი­ყო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვგრძნობ­დი მის გულ­და­წყვე­ტას, ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, დრო იყო, მისი მუ­სი­კა სამ­ყა­როს სრუ­ლად გა­ეც­ნო. ფი­ლი­პის ის­ტო­რია გა­სარ­თო­ბი და შთამ­ბეჭ­და­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბაა მე-20 სა­უ­კუ­ნის მუ­სი­კის სამ­ყა­რო­ში. ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს თით­ქმის ერთი სა­უ­კუ­ნის მუ­სი­კა­ლურ ის­ტო­რი­ას და ეძღვნე­ბა მა­მა­ჩე­მის 80-წლი­ან კა­რი­ე­რას. დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის მთა­ვა­რი მე­სი­ჯია: "არას­დროს არის გვი­ან.“

"თქვენ­თვის წე­რი­ლია სხვა კონ­ტი­ნენ­ტი­დან“ - სა­ქარ­თვე­ლო სა­ო­ცა­რი და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გზით აღ­მო­ვა­ჩი­ნე. 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც მა­მა­ჩე­მი ბე­თჰო­ვე­ნის "მთვა­რის სო­ნა­ტას“ ას­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მან ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­მი­ძღვნა. ვი­დე­ოს მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა აქვს. სწო­რედ ამის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან და­მი­კავ­შირ­და ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო წი­ფუ­რია, რო­მელ­მაც მა­მა­ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბა ითხო­ვა.

გააგრძელეთ კითხვა