"მე რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გავ­ხდე..." - რას დააწესებდა ლევან წულაძე, რო­გორც სამ­ხედ­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას? - კვირის პალიტრა

"მე რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გავ­ხდე..." - რას დააწესებდა ლევან წულაძე, რო­გორც სამ­ხედ­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას?

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს" მო­რი­გი სტუ­მა­რია რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს" სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

ნინო:

- ჩემ­თვის და­უ­ვი­წყა­რია თქვე­ნი შექ­მნი­ლი "თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი" - ეს იყო ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი 90-იანი წლე­ბის თბი­ლის­ში... გა­იხ­სე­ნეთ ის ეტა­პი და აქვე თუ რა იყო ის პე­რი­ო­დი თქვენს კა­რი­ე­რა­ში?

- "სარ­და­ფის“ პე­რი­ო­დი იყო ყვე­ლა­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, ვინც იქ ვი­ყა­ვით. „სარ­და­ფი“ არც ჩემი და არც სხვი­სი არ იყო, ის თა­ნა­მო­აზ­რე ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფის გახ­ლდათ. კარი ღია გვქონ­და და ყვე­ლა იქ შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი „სარ­და­ფერ­ლი“ ხდე­ბო­და. რა­ღაც ასე­თი ამ­ქრუ­ლი სი­ხა­რუ­ლი არ­სე­ბობ­და... რე­მონ­ტი რომ და­ვი­წყეთ, ჯერ არ ვი­ცო­დით, რა გა­მო­ვი­დო­და, მო­პა­რუ­ლი ჩა­ქუ­ჩით ვმუ­შა­ობ­დით, რად­გან ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი არ გვქონ­და. მერე რა­ღა­ცებს გვჩუქ­ნიდ­ნენ, ზე­მოთ გა­რა­ჟი იყო და ნელ-ნელა ვა­კე­თებ­დით. მახ­სოვს ჩემ­მა პლე­ხა­ნო­ველ­მა მე­გობ­რებ­მა 2 მან­ქა­ნა ხრე­ში მა­ჩუ­ქეს, ვი­ღა­ცამ ცე­მენ­ტი მა­ჩუ­ქა, ვი­ღაც სპონ­სო­რი იყო. პირ­ვე­ლი სპონ­სო­რი მფრი­ნა­ვი ჯამ­ბა­ზიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც გათ­ბო­ბა შეგ­ვი­ძი­ნა. დღე და ღამე ვმუ­შა­ობ­დით, ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით, მხი­ა­რუ­ლე­ბი, არ ვიღ­ლე­ბო­დით... ისიც მახ­სოვს, რომ ჩვენ­თან ვი­ღაც ხალ­ხი ღამე მო­დი­ო­და, ძი­რი­თა­დად იქვე მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, - გა­მო­საც­ვლე­ლი ტან­საც­მლით მოჰ­ქონ­დათ, გა­მოც­ვლიდ­ნენ და ბე­ტო­ნის მო­ზე­ლა­ში გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი­დით და მერე მი­დი­ოდ­ნენ. ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქი იყო თბი­ლი­სი, ახლა არ ვიცი, ასე ხდე­ბა თუ არა, მა­შინ ხდე­ბო­და.

ლიკა:

- "თე­ატ­რი-სა­ხე­ლოს­ნო 42" თქვე­ნი მე­რამ­დე­ნე "შვი­ლი" და სიყ­ვა­რუ­ლია? რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხართ ახა­ლი თე­ატ­რით?

- უკა­ნას­კნე­ლი შვი­ლი არ უნდა თქვა იმი­ტომ, რომ კაც­მა არ იცის, რა მოხ­დე­ბა... არ ვიცი, ალ­ბათ მე­ო­თხე თუ მე­ხუ­თე თე­ატ­რია, რო­მელ­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად თა­ვი­დან ვი­წყებ. თე­ატ­რი მარ­ტოს არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია. „42 თე­ატ­რი“ ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, გა­დავ­წყვი­ტე, რომ მდედ­რო­ბი­თი სქე­სი­საა. მიყ­ვარს იქა­უ­რო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვგრძნობ. ეს ისე­თი­ვე გან­ცდაა, რო­გორც გე­მის კა­პიტ­ნო­ბა. რო­დე­საც კომ­პა­ნი­ა­ზე მუ­შა­ობ, იქ პატ­რო­ნი, დამ­კვე­თი გყავს. ასეთ დროს კი ხარ მე­კობ­რე და ქარი სა­ი­თაც და­უ­ბე­რავს, შენს გემს იქით წა­იყ­ვან. ერ­თა­დერ­თი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ხარ შენი მე­ზღვა­უ­რე­ბის წი­ნა­შე, გემი არ უნდა და­ღუ­პო და სწო­რი გზით ატა­რო. ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა და ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი, სა­სურ­ვე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და შე­სა­შუ­რი.

ბექა:

- რაც ვიცი, სულ მუ­შა­ობთ. რო­დის და რო­გორ ის­ვე­ნებთ?

- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით. თით­ქმის სულ ვმუ­შა­ობ და არ ვიცი დას­ვე­ნე­ბა. არ ვარ დას­ვე­ნე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნი. მიყ­ვარს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღით წას­ვლა, - ეს არის ჩემ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რამ ცოტა ხნით რომ მო­წყდე­ბი თბი­ლი­სის რიტმს. აქ, ამ გა­რე­მო­ში ვერ წყდე­ბი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი­სა და ფიქ­რე­ბის წყე­ბას, - ამ ყვე­ლა­ფერს ვერ წყვეტ. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ წა­ვალ, სა­ი­და­ნაც ვარ წარ­მო­შო­ბით, იქა­უ­რი ემო­ცი­ე­ბი, ის 4-5 დღე თე­ატრს ცოტა ხნით გა­დაყ­ლა­პავს ხოლ­მე. ბოლო ორი წელი რა­ჭა­ში ონი­სე ონი­ან­თან ვი­ყა­ვი. კარ­გი მას­პინ­ძე­ლია, გივ­ლის, ზრუნ­ვა არ ეზა­რე­ბა და კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ ხოლ­მე. გარ­შე­მოც კარ­გი ხალ­ხია და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბუ­ნე­ბა. ამა­ზე მეტი დას­ვე­ნე­ბა ჩემ­თვის ზედ­მე­ტია, მერე უკან დაბ­რუ­ნე­ბა მი­ჭირს.

სან­დრო:

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ვე­ღარ იდ­გმე­ბა ისე­თი სპექ­ტაკ­ლე­ბი, რო­გო­რიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-80-იან წლებ­ში?

- არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა. ყვე­ლა დროს და ეპო­ქას აქვს თა­ვი­სი ეს­თე­ტი­კა. მა­შინ თე­ატ­რი იყო სხვა ხა­სი­ა­თის. თე­ატრს აქვს უნა­რი, შე­იც­ვა­ლოს პრო­ფე­სია. ზოგ­ჯერ ექი­მია, ზოგ­ჯერ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, განგსტე­რი, დი­სი­დენ­ტი, მე­ზო­ბე­ლი, დე­დამ­თი­ლი, სი­დედ­რი, ზოგ­ჯერ კი­დევ რა და რა... ყვე­ლა დროს სჭირ­დე­ბა თა­ვის თე­ატ­რი. მა­შინ იდ­გმე­ბო­და ისე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო და ახლა იდ­გმე­ბა ისე, რო­გორ სა­ჭი­როა. საქ­მე იმა­შია, ვის რო­გორ მოს­წონს. თქვენ მოგ­წონთ იმ­დრო­ინ­დე­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი იმი­ტომ, რომ ახალ­გაზ­რდა იყა­ვით. მეც მომ­წონს ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის პე­რი­ო­დი, რა თქმა უნდა, არ მომ­წონს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. ის დრო იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ მა­შინ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, გამ­ხდა­რი და არ ვიღ­ლე­ბო­დი. ამი­ტომ, ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, რომ არ იდ­გმე­ბა ისე, რო­გორც იდ­გმე­ბო­და. რა თქმა უნდა, თე­ატ­რის გავ­ლე­ნა და ძალა შე­სუს­ტდა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი კონ­კუ­რენ­ტი ჰყავ­და თე­ატრს, თუმ­ცა მა­ინც ჰყავ­და... დღეს ყვე­ლა­ფერს ჰყავს კონ­კუ­რენ­ტი - მულ­ტი­მე­დი­ის და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­ხით... სა­ერ­თოდ რაც თავი მახ­სოვს, თე­ატ­რი სულ იკე­ტე­ბო­და, ჯერ კი­დევ სა­ბერ­ძნე­თი­დან და­წყე­ბუ­ლი. ბერ­ძნუ­ლი თე­ატ­რი გა­და­იქ­ცა ია­ფ­ფა­სი­ან კო­მე­დი­ე­ბად და მერე პორ­ნოგ­რა­ფი­ულ სა­ნა­ხა­ო­ბად. რომ­ში კი სა­ერ­თოდ გლა­დი­ა­ტო­რე­ბის ას­პა­რე­ზო­ბად...

გააგრძელეთ კითხვა და უყურეთ გადაცემას