"უკვე ვფიქრობ ხაზარაძე ლაპარაკობს გია ხუხაშვილის პირით - ხაზარაძის მესიჯია "ბიძინა არაფერ შუაშია" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ხუხაშვილის სულელურ კონსპირაციას, ვითომ ივანიშვილი არაფერ შუაშია და კობახიძე მართავს პროცესებს რუსეთის კარნახით და ივანიშვილის გვერდის ავლით - იმხელა ტრიბუნა მისცა ავტოკრატიულმა ტელემედიამ, რომ უკვე ვფიქრობ ხაზარაძე ლაპარაკობს მისი პირით - ხაზარაძის მესიჯია "ბიძინა არაფერ შუაშია", - წერს ჩერგოლეიშვილი.